"გარწმუნებთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან განაცხადა, სააკაშვილის იმიტირებულ შიმშილობასთან დაკავშირებით 30 ოქტომბრის ჩათვლით "პატარა შოუ გვექნება".

"სააკაშვილის იმიტირებულ შიმშილის ქრონიკას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება.

გარწმუნებთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არც ერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა.

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.

აქედან გამომდინარე, 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი საერთოდ გაქრება ჩვენი დღის წესრიგიდან.

შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე.

როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე.

ბუნებრივია, ციხე არ არის კურორტი. უნდა შიმშილობა, არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა. იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს.

არავის პრივილეგია არ არის გადაყვანა სამოქალაქო ციხეში. რა სტანდარტითაც მოქმედებს, იმოქმედებს ყოველთვის სახელმწიფო სხვა მოშიმშილეების, პატიმრების მიმართ, იგივე სტანდარტებით იმოქმედებს სახელმწიფო პატიმარ, უმძიმეს დამნაშავე სააკაშვილის მიმართაც", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵სუსი: ოკუპირებული აფხაზეთიდან სამედიცინო საჭიროების მქონე ადამიანების გარდა, გადაადგილება ყველა პირისთვის უკანონოდ შეიზღუდა

🔵"ნაცმოძრაობაში მეორე კაცია გვარამია, როდესაც ბიომასას უწოდებს, იქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს" - ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას უპასუხა

🔵სააკაშვილო გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც არ უნდიხარ - თეა წულუკიანი

🔵"ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741280979

მსოფლიო

კიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს

უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება.  ...

კიტ კელოგი:

1741278600

ახალი ამბები

„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741275993

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

1741274766

ახალი ამბები

10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...

მოძრაობა

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია