იაგო ფრანგიშვილი: რამდენიმე მედია პერიოდულად მიკავშირდება ხოლმე და მთხოვს ინტერვიუს - საქმე ძირითადად ორ თემას ეხება
გერმანიაში მოღვაწე ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ჟურნალისტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე ვრცელ პასუხს წერს:
"რამდენიმე მედია პერიოდულად მიკავშირდება ხოლმე და მთხოვს ან ინტერვიუს, ან აზრის დაფქსირებას, ან ვიღაცის ნათქვამის კრიტიკულ კომენტარს.
საქმე ძირითადად ორ თემას ეხება პირველია ჯანდაცვა და კორონა.
მეორეა მიშა სააკაშვილი და ოპოზიცია.
ყველა მომართვას დუმილით ვპასუხობდი და ვუპასუხებ:
და აი რატომ თემა პირველი, ესაა ჯანდაცვა და კორონა.
2020 წლის აპრილში და მაისში სამ დიდი ტელევიზიას რამდენჯერმე მივეცი ინტერვიუ კორონაზე და აბსოლუტურად ცალსახად ვთქვი რომ, აცრა მოგვცემს ავადმყოფობის სიმძიმის შემცირებას, მაგრამ, კორონას ვერ მოვსპობთ, არ მოისპობა ასეთი ტიპის ვირუსი და ამიტომ უპირველესია პაციენტის მოვლა.
უპირველესია კლინიკების და ექიმების ჰიგიენა.
უპირველესია ამბულატორიული სისტემის გამართვა და მობილური, რამდენიმე ათასი 2 ან 3 პირიანი მობილური ჯგუფების ორგანიზება, რომ ადამიანებს მიხედონ სახლში, რომ კოლექტიური იზოლაცია კლავს, რომ ნაადრევი ინტუბაცია და ნაადრევი ჰოსპიტალიზაცია ამძიმებს და კლავს.
ჰიპერმედეიკაცია კლავს.
ხისტი პროტოკოლური მიდგომა კლავს და უნდა ინდივიდუალური მიდგომა.
მერე ისიც ვთქვი, რომ კორონა გამშვები მექანიზმია და გარდა კორონათი გამოწვეული ფილტვის ატიპიურ ანთებისა, ყველა სხვა მის გამოწვეულ პრობლემას მედიცინა იცნობს და აი იმ პრობლემას ცნობილი და აპრობირებული ხერხით უნდა მართვა.
არცერთ ამ პრობლემაზე ეს თითქმის და ორი წელია არ ყოფილა საერთოდ არავითარი დისკუსია.
არავითარი და რატომ იცით? იცით რა მგონია? იმიტომ, რომ ყველას ჰყავს თავისი ახლობელი, ნათესავი თუ რაღაც ამგვარი კლინიკოსი და ექიმი და უბრალოდ ერიდება, არ სურს ამ თემაზე დეტალებში წასვლა, არ სურს კლინიკის ჰიგიენაზე საუბარი, არ სურს კლინიკისა და მკურნალობის კონტროლზე და ხარისხზე საუბარი, არ სურს ფულის ნაკადულებზე და დინებებზე საუბარი, არ სურს რომ გააანალიზოს ის გუდა, რომელსაც სახელმწიფომ მოხსნა თავი და ახლა იქ ყოფს ყველა ხელს ჯიბის გასასქელებლად ყოველგვარი კონტროლის გარეშე, რამე თუ საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი სადაზღვევო სისტემა და ყველა ყველაფრის წილშია.
აი ამ თემაზე არავითარი "ინტერვიუ" ან მოდური სიტყვა "სტეიტმენტი" არაა საჭირო.
მედიის და ჟურნალისტის მოვალეობაა რეშერში, კითხვების დასმა და ამ კითხვებს არ კითხულობთ იქ, სადაც აუცილებელია, რომ იკითხოთ.
არაა მხოლოდ მინისტრი და ვინმე ერთი თუ ორი ცერცვაძე აქ საქმე, აქ მთელი სისტემის მიმართ უნდა გქონდეთ კითხვის სურვილი და ეს არაა საქართველოში, ამიტომაც, მიმაჩნია რომ აზრი არა აქვს რაიმეზე საუბარს უკვე.
რაც შეეხება მიშა სააკაშვილი და ოპოზიცია და ურთიერთობა.
აქაც ყველაფერი კარგადაა გარკვეული და წესით ესეც უნდა იყოს კარგად რეშერშურებულ გამოკითხული.
ჩემი აზრით, მიშა სააკაშვილი ზის პუტინის მონების ციხეში, ანუ კაგებეს ციხეში და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ციხეში შედის ის და ციხიდან გამოდის ის, რაც სურს ამ სისტემას.
მეორე საკითხი ოპოზიციასთან მიმართებაში კი ისაა რომ, მე ვერაფრით ვერც ვხსნი, ვერც ვიაზრებ, ვერც ფანტაზია მყოფნის იმისთვის, რომ დავიჯერო, როგორ მოახერხებს ბიძინას პერიოდში საკუთარი ოჯახის და გარემოცვის ქონების რამდენჯერმე გამდიდრებული ოპოზიციონერი და ბიძინას მაგინებელი ნაღდ ოპოზიციონერობას?
როგორ უშვებს დიქტატორი თუ ავტოკრატი თუ რაც გინდათ დაარქვით, ყველაფრის მიმთვისებელი ივანიშვილი იმას, რომ ხალხი, რომელიც მას აგინებს ფულის შოვნის და ბიზნესის თვალსაზრისით არ კონტროლდება?
როგორ ხდება, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ადამიანები იღებენ სამაუწყებლო ლიცენზიებს, აფუძნებენ საზოგადოებრივი მაუწყებლობის კონსორციუმებს შესაბამისი ლიცენზიებით?
ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ადამიანები მუშაობენ, დიახ თავად მუშაობენ სისხლის სამართლის პროცესებზე ადვოკატებად?
როგორ დაუშვა ეს ბიძინამ?
და თან საკუთარ მაგინებლებზე?
იქნება და მართლა კანონიერი ქვეყანა ვართ?
მაგრამ, ეს, რაც მოგახსენეთ, კანონიერ ქვეყნებში, რომ ასე არ ხდება, ნორმალურ ქვეყნებში რომ იურისტის ლიცენზია გეყინება, გიპაუზდება, აი ეს რომ ვიცი,აი ამიტომაც არ მყოფნის ფანატაზიაც კი, რაიმე ახსნა მოვუნახო იმ ფენომენს, რაც საქართველოში ხდება ყველას დასანახად და არავის უჩნდება კითხვა.
ამიტომაც, უკაცრავად ყველას.
ძალიან, ძალიან დიდი დარწმუნებით ვთვლი, რომ ის სიტუაცია, რაც საქართველოშია აწყობს იმ ადამიანთა დიდ, უდიდეს უმრავლესობას, ვინც ქმნის საზოგადოებრივ ეგრეთ წოდებულ ელიტას და საზოგადოებრივ აზრს, კლიმატს, იქნება ეს ხელოვნება თუ მედიცინა თუ პოლიტიკა თუ მედიასივრცე.
როცა აი ეს ადამიანები კმაყოფილნი არიან არსებული სიტუაციით, მერე საკმაოდ წარმატებით ხდება იმ ადამიანთა მანიპულირებაც, რომლებიც ყოველდღიური გადარჩენისა და ბანკის ვალის გადახდისათვის საშინელი და უპერსპექტივო ცხოვრებით ცხოვრებენ.
ამიტომაც, ამ პოლიტიკურ თემაზეც, რაიმე კომენტარს ეკარგება მინიმალური აზრიც კი", - წერს იაგო ფრანგიშვილი.
სხვა სიახლეები:
🔳 10 წლის წინ უგზო-უკვლოდ გამქრალი გოგონას საქმეს ფარდა აეხადა?!
🔳 "მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს" - ირაკლი ღარიბაშვილი
1736868915
მსოფლიოსერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია
„რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია, მაგრამ შეთანხმებების მიღწევაში მთავარი ევრაზიული კონტექსტი გახდება,“ - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო...
1736868035
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...
1736865240
მსოფლიოჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას...
1736861303
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1736860109
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...