ლელა კაკულია: დიახ ეს წყევლაა ... 13 წლის წინანდელი წინასწარმეტყველების ასრულებამდე ცოტა დრო დარჩა

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, მორიგი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, რომელიც კაკულიამ 2008 წლის 1 მარტს იწინასწარმეტყველა.
"რუსეთს პირველობის მანია იპყრობს, სურს იყოს პირველი მსოფლიოში, მაგრამ ცდება. გაზი და ნავთობი მუსლიმებსაც აქვთ და მათთვის ამას დიდი უბედურება მოაქვს.
დიახ, შავი ოქრო — ეს წყევლაა ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ ვხედავ, მომავალში ნავთობი და გაზი ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. დიახ, ასეა.
მომავალში მსოფლიო ერთიანდება ამ აზრის ირგვლივ:
„თუ რომელიმე ქვეყანაში გაზი და ნავთობია, ის ეკუთვნის მსოფლიო ხალხებს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ამით მანიპულირება მოახდინონ პოლიტიკაზე!“ ეს დროც დადგება“.
"ეს წინასწარმეტყველება 13 წლის წინ წარმოითქვა და არაერთხელ გამოქვეყნდა კიდეც.
და აი, მიმდინარე წლის ოქტომბერში რომში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართა, რომელიც კლიმატური ცვლილებებისა და დედამიწაზე ეკოსისტემების შენარჩუნების თემას მიეძღვნა.
G20-ის შეხვედრას შოტლანდიის გლაზგოში კლიმატური სამიტი მოჰყვა, რომელიც 31 ოქტომბერს დაიწყო და 12 ნოემბრამდე გაგრძელდა.
სამიტს, რომელზეც მთელი რიგი დოკუმენტების მიღება იგეგმებოდა სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირებისა და ნახშირბადოვანი ნეიტრალობის მიღწევის თაობაზე, რაც პირველ რიგში „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლას გულისხმობს, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.
სამიტის შედეგები განსაკუთრებით აღელვებდა ისეთ ქვეყნებს, რომელთა ენერგეტიკული პოლიტიკა ეკოლოგიისთვის მავნე ქვანახშირზე, ნავთობსა თუ გაზზეა დამოკიდებული. მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთს.
რუსულ პრესაში არაერთი კრიტიკული და შეშფოთებული პუბლიკაცია გამოქვეყნდა ევროკავშირის „მესამე კლიმატური ენერგოპაკეტისა“ და აშშ-ის გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ახალი ამერიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ჯო ბაიდენმა გლაზგოს სამიტზე წაიღო.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიმომხილველი ვიქტორია ნიკოფოროვა წერდა გავლენიან ჟურნალ Foreign Affairs-ზე დაყრდნობით:
„გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ახალი ამერიკულ პოლიტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სუვერენული სახელმწიფოები საერთოდ არაა საჭირო, ვინაიდან მათ მთავრობებს „კლიმატური კატასტროფის“ დამარცხება არ შეუძლიათ.
ამიტომ საჭიროა მსოფლიო მთავრობის დაარსება, რომელსაც ამერიკელები უხელმძღვანელებენ, თუმცა ზოგ თანამდებობას ევროპელი მოკავშირეებისთვისაც შემოინახავენ, პირველ რიგში კი დიდი ბრიტანეთისთვის.
ამერიკელების ყველაზე მრავლისაღმთქმელი აღმოჩენა კი ისაა, რომ „სახელმწიფოს რესურსები არ არის მისი ეროვნული მონაპოვარი და ისინი მთელ მსოფლიოს ეკუთვნის“.
ხოლო თუ სუვერენული სახელმწიფო საკუთარ ბუნებრივ სიმდიდრეებს არასწორად განკარგავს, ის უცხოურ ინტერვენციას დაიმსახურებს“.
როგორც ყველაფრიდან ჩანს, ქართველი წინასწარმეტყველის ზემოაღნიშნული ჩანაწერის ასრულებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა.
დიახ ეს წყევლაა ... 13 წლის წინანდელი წინასწარმეტყველების ასრულებამდე ცოტა დრო დარჩა", - აღნიშნულია წინასწარმეტყველის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741192578
მსოფლიომედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...
1741191437
მსოფლიოფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...
1741186636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...