"ხალხს ისე გადაეკეტება გონება, როცა არ იციან, რას სჩადიან... და ეს უკვე რევოლუციაა!" - ლელა კაკულია

ამონარიდი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებიდან, რომელიც 2020 წლით არის დათარიღებული.

"ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, შადიმანებო! საქართველო არ არის უბრალოს საკურორტო, დასასვენებელი ზონა.

გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს: საქართველო არის უფლის სამოთხე და უფალი ნებას არ მოგცემთ, რომ ეს სამოთხე თქვენ გაანადგუროთ.

მოდიან ახალი პოლიტიკოსები. ძველი პოლიტიკოსებიდან არცერთი არ დარჩება და ეს სიახლე განაახლებს და ახალ სულს შთაბერავს ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს — უნიჭიერესი ქართველები, რომლებსაც მართლაც ესმით, რა არის პოლიტიკა, როგორ უნდა მართონ ქვეყანა.

მათ ეს იციან ძალიან კარგად, მათ ეს ისწავლეს საზღვარგარეთ. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი თამარ პატარაია, შვიდი წელი მოღვაწეობდა ბრიტანეთში. კოლეჯიც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტიც. უმაღლესი დონის განათლება მიიღო. მაგრამ არიან პოლიტიკოსები (არ მინდა ახლა ერთი ქალბატონის გვარი დავასახელო), რომლებიც ებრძვიან ისეთ ბავშვებს, როგორიც ჩემი თამარია.

მაინც წაგებული ხართ, ქალბატონო! თქვენს სახეს საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში. იმიტომ რომ ქართული პოლიტიკის სირცხვილი ხართ, თქვენი პოლიტიკაში ყოფნა გამართლებული არ არის და ვერც იქნებით, რაც უნდა გააკეთოთ.

ჩემს საქართველოში ყველაფერი დამშვიდდება და დაწყნარდება, მაგრამ დღეს ხალხი ძალიან არის გაღიზიანებული — ცალკე იმით, რომ მშიერია, და ცალკე დაწესებული პანდემიური შეზღუდვებით.

პირბადის გამო რომ ქუჩაში მიმავალ ადამიანს აჩერებთ და აჯარიმებთ, ფრთხილად იყავით!

ეს ძალიან უარყოფით განწყობას იწვევს და ვხედავ, ეს ყველაფერი მუშტი–კრივში გადაიზრდება და პატრულისა თუ პოლიციის ზემოქმედება როლს ვერ ითამაშებს.

ხალხს ისე გადაეკეტება გონება, როცა არ იციან, რას სჩადიან.

და ეს უკვე რევოლუციაა!

(გაგრძელება იქნება)", - აღნიშნულია ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 "როცა ხელისუფლებებში მოვდიოდი, ყოველთვის მოვდიოდი რევოლუციით. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება" - მურმან დუმბაძე

🔲  "მოვითხოვ როგორც ექიმი, როგორც მშობელი დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში" - ნიკოლოზ სააკაშვილი

🔲  5 ნოემბერს ახალი მთვარეა, რა ელოდება ნოემბერში დაბადებულებს - ასტროლოგ დავით ნიბლაძის განმარტება

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741243205

საზოგადოება

ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენ...

ნათია თურნავა

1741243154

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გ

1741241235

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ

გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...

ტრამპი

1741240138

საზოგადოება

ლევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია

თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...

ლევან მახაშვილი

1741240030

საზოგადოება

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...

გზა