მაჭავარიანი: ოპოზიციის გადასაწყვეტი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგი გამომჟღავნდება

„ოპოზიციის გადასაწყვეტი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგი გამომჟღავნდება და ეს რეალური რეიტინგი არის დრამატულად შემცირებული, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია დესტრუქციას აგრძელებს და ღიად საუბრობენ, მოურიდებლად, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა.
„საპარლამენტო არჩევნების დროს მათ მიიღეს 61 მანდატი, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის და შეგვიძლია ამას დავარქვათ მცირე წარმატება. ახლა მცირე წარმატების ნულოვანი შანსიც არ აქვთ, ვინაიდან, ერთის მხრივ, გაუწბილეს იმედები თავიანთ ამომრჩევლებს, რომ არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. მეორეს მხრივ, აგრძელებენ დესტრუქციას. პირდაპირ, ღიად საუბრობენ, მოურიდებლად, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია.
ნორმალური ადამიანი შეიძლება იმათი ამომრჩეველიც არის, რა თქმა უნდა, და უბრალოდ, შეცდომაშია შეყვანილი. ამათ რიტორიკას რომ უსმენს, ფიქრობს, რად მინდა ისეთ პარტიას მივცე ხმა, რომლის დღის წესრიგსაც წარმოადგენს ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის შემოტანა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება. 2028 წლის ჩვენი დანაპირები რაც არის საზოგადოებისთვის, რომ სიღარიბეც და უმუშევრობაც იქნება 4 პროცენტზე ქვემოთ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ისეთი ტემპით ვითარდება ჩვენი ეკონომიკა“, - აცხადებს მაჭავარიანი.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სურვილია, გამოჩნდნენ ისეთი ძალები, რომლებიც გამოვლენ ქვეყნის და არა რომელიღაც დამკვეთის ეროვნული ინტერესებიდან.
„რაც შეეხება ახალი ძალების გამოჩენას, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, გამოჩნდნენ ისეთი ძალები, ახალგაზრდებზე უფრო არის საუბარი, რომლებიც გარედან არ იქნებიან მართულები და რომლებიც გამოვლენ ჩვენი ქვეყნის და არა რომელიღაც დამკვეთის ეროვნული ინტერესებიდან. თუნდაც „დიფ სთეითი“ დავარქვათ, თუნდაც „გლობალური ომის პარტია“, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის არაფორმალური მმართველობა და აქედან გამომდინარე, რა სახელს მოვიფიქრებთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ვინც არ მოემსახურება „დიფ სთეითის“ ინტერესებს და ვინც იქნება პატრიოტული ძალა, ვინც გამოვა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეროვნული ინტერესებიდან, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ასეთი ძალა გამოჩენილიყოს, თუმცა იმდენად ცოტა დრო არის დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომ არ მგონია ეს მოესწროს“, - დასძენს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1742280493
საზოგადოებანინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა
„ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა,“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი...
1742244071
საზოგადოება18 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 18 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. საბურთალოს და დიდუბის რაიონები ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუ...
1742239603
საზოგადოებასაქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მატჩებისთვის მზადება თბილისში არასრული შემადგენლობით დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საკლუბო მატჩებიდ...
1742239086
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, გვქონდეს დიალოგი ინდოეთთან იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის - ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც დღეს გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელებენ
ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ, გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული, - განაცხა...
1742237193
საზოგადოებამარტვილში ორ ლოკაციაზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარია. წაჩხურის მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე ლოკაციაზე სახა...