ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მულტიფუნქციური ცენტრის პირველი გამოშვების 10-მა კურსდამთავრებულმა სტაჟირება წარმატებით გაიარა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების პირველი 3 თვიანი სასწავლო კურსი 16-მა მსმენელმა გაიარა. კურსის ბოლოს, ტესტირების საფუძველზე გამოვლენილმა პირველი გამოშვების 10-მა წარმატებულმა სტუდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე, სტაჟირება გაიარა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გაგა სანიკიძემ და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ გადასცეს.
,,იმერეთის რეგიონში საავიაციო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი პირველი გადამზადების კურსი 16-მა ქუთაისელმა ახალგაზრდამ გაიარა. კურსის ბოლოს, ტესტირების საფუძველზე გამოვლენილმა 10-მა წარმატებულმა სტუდენტმა სტაჟირებაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სხვადასხვა სამსახურებში გაიარეს. ჩვენი მიზანია, რეგიონში არაფორმალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელშეწყობის კუთხით ვითანამშრომლოთ და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. სამომავლოდ კი წარმატებული კურსდამთავრებულები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დავასაქმოთ,-‘’განაცხადა გაგა სანიკიძემ.
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც აგრძელებს და ავითარებს ქალაქის საგანმანათლებლო ტრადიციებს. მისი მთავარი მიზანი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებების განვითარებაა.
1742292177
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციას: თქვენ ერიდებით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან იცით, ლუსტრირებული ხართ და თქვენი რეიტინგი განახევრებულია
„თქვენ ერიდებით მონაწილეობა მიიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში, იმიტომ, რომ იცით სრულიად ლუსტრირებული ხართ. იცით, რომ თქვენი რეიტინგი არის განახევრებული. იცით, რომ ნულოვანი შანსი გაქვთ, რომ ნებისმიერ...
1742282782
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
18 მარტს ქუთაისში +19 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 10. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნ...
1742280673
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მუდმივად ცდილობდა, გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად, დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად
„საქართველო მუდმივად ცდილობდა, გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს აქტიურ მუშაობასა და ინვესტიციებს მოითხოვს...
1742280493
საზოგადოებანინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა
„ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა,“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი...
1742244071
საზოგადოება18 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 18 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. საბურთალოს და დიდუბის რაიონები ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუ...