მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება

სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ეს ადამიანები, წარმოადგენენ აგენტურას და მოქმედებენ სხვა ქვეყნებიდან მიღებული დავალებებით.
„თქვენ თუ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილთან გახარია და მამუკა ხაზარაძე რომ მოლაპარაკებებს მართავდნენ და ცხრაჯერ რომ გამოვიდნენ ერთი შეხვედრიდან. ერთადერთი რაც შეიძლება ლოგიკურად იფიქრო, არის ის, რომ თავიანთ პატრონებს ურეკავდნენ, რაღაცაზე რომ ვერ თანხმდებოდნენ. ხშირად ხდება ისე, რომ მათ საერთო მესიჯბოქსი აქვთ. სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო. არათუ ლიდერად აღიარებენ, არამედ მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ერთი ვერსიის მიხედვით ყველას რატომღაც ასე მოუნდა, დაემთხვა ასე, ან მეორე - მიიღეს დავალება, რომ დაუპირისპირდნენ. რომელიმე მაყურებელს, თუნდაც ის არ იყოს ჩვენი მომხრე, შეიძლება სჯეროდეს იმისა, რომ უბრალოდ დაემთხვა ოთხი წლის თავზე, ერთ მშვენიერ დღეს დამოკიდებულების ცვლილება. ხომ შეუძლებელია? მაშინ მეორე ვერსია რჩება, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება“, - განაცხადა მდინარაძემ.
1742239086
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, გვქონდეს დიალოგი ინდოეთთან იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის - ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც დღეს გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელებენ
ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ, გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული, - განაცხა...
1742238353
საზოგადოებამაჭავარიანი: ოპოზიციის გადასაწყვეტი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგი გამომჟღავნდება
„ოპოზიციის გადასაწყვეტი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგი გამომჟღავნდება და ეს რეალური რეიტინგი არის დრამატულად შემცირებული, ვიდრე...
1742237193
საზოგადოებამარტვილში ორ ლოკაციაზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარია. წაჩხურის მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე ლოკაციაზე სახა...
1742235838
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ხშირად მიმართულია იმ სტაბილურობის შესარყევად, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას
ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეულწილად ნეგატიურ როლს თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორ...
1742233013
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა...