მარიამ ლაშხი გერმანიის მხრიდან შემოღებულ სანქციებზე: საქართველო პატივს სცემს ნებისმიერი ქვეყნის შიდა საიმიგრაციო პოლიტიკას, თუმცა ეს არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მანიპულაციისთვის

26 მარტი 14:39 საზოგადოება

უშედეგო მანიპულაცია - ასე გამოეხმაურა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი გერმანიის მხრიდან სანქციების დაწესებას და კონკრეტულ ქმედებებს საქართველოსთან მიმართებაში.

„უშედეგო მანიპულაცია არის ალბათ სწორი სიტყვა, ის რასაც, სამწუხაროდ, დღეს გერმანია თავისი ქმედებით, პირველ რიგში, არღვევს სუვერენულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც არის სხვა ქვეყანაში ჩაურევლობის საკითხი, ასევე შიდა პოლიტიკაში ჩარევის საკითხი და, რაც მთავარია, ეს არის მანიპულაცია. ზოგადად, რა თქმა უნდა, საქართველო პატივს სცემს ნებისმიერი ქვეყნის შიდა საიმიგრაციო პოლიტიკას, თუმცა ეს არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მანიპულაციისთვის“, - განაცხადა ლაშხმა.



ლაშხის თქმით, საქართველოს არაერთხელ გადაუდგამს ნაბიჯი და დღესაც ოფიციალური თბილისი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნების პატივისცემაზე.

„მსგავსი ტიპის ქმედება არ არის მეგობრული“, - აღნიშნა ლაშხმა.

ლაშხი ასევე გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება.

„ხაზი უნდა გაესვას იმას, თუ რა ხდება დღეს გერმანიაში და რატომ არის ასე გააქტიურებული, გამძაფრებული იმ პარტიის წარმომადგენლის და იმ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლის ინტერესი, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს შეცვლილ კოალიციურ გარემოშია. შეცვლილი კოალიცია ჩაიბარებს გერმანიას და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ახალ პირობებში ეს ურთიერთობები გაჯანსაღდება.

შესაბამისად, თითქოს ბოლო კუდის მოქნევით, როგორც ჩვენ ვნახეთ ბაიდენის ადმინისტრაციის წასვლის წინ, ბოლო წუთას გამოტანილი გადაწყვეტილებები, ესეც თითქოს ამის მსგავსია, თუმცა პასუხი ჩვენი მხრიდან არის ძალიან მკაფიო. ჩვენ ერთგულები ვრჩებით ევროინტეგრაციის გზაზე, რომ ჩახედოთ თუნდაც საკანონმდებლო მიმართულებით და რეფორმების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს - თითქმის ყველა, 80% არის თანხვედრაში ევროდირექტივებთან და იმ მისწრაფებებთან, რა ვალდებულებებიც ჩვენ გვაქვს აღებული. ფაქტობრივი არის ის, რომ ჩვენ ვიზიტებს ვაგრძელებთ, ორმხრივ საუბრებს ვაგრძელებთ და ის განწყობები იქნება თუ, ალტერნატიული რეალობა, რაც, სამწუხაროდ, იქმნება ოპოზიციური ძალების მხრიდან და წახალისებულია მსგავსი ტიპის ბიუროკრატებისგან, არის სრულიად სხვა რეალობა”, - აღნიშნა ლაშხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

29 მარტი 20:57

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 30 მარტს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში 30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსა...

მზიანი ამინდი

29 მარტი 20:23

ახალი ამბები

ავარია ქუთაისში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 1 ადამიანი

ქუთაისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია „ინფო იმერეთი“ წერს, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია ქვეითი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედ...

პოლიცია

29 მარტი 20:06

სპორტი

კვარაცხელიას გოლი, დავითაშვილის საგოლე პასი - პსჟ-მ „სენტ-ეტიენი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა

ფრანგულ კარიერაში ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშეს და თავიც გამოიჩინეს: გოლი და საგოლე პასი ქართველების აქტივში. ლიგა 1-ის 27-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმ...

კვარაცხელიას გოლი, დავითაშვილის საგოლე პასი

29 მარტი 19:48

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: სახელმწიფო იქნება შეუვალი და მკაცრი ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით

„სახელმწიფო იქნება შეუვალი და მკაცრი ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრის...

ლევან მახაშვილი

29 მარტი 19:05

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია. ქართველმა ფორვარდმა „სტრასბურთან“ სეზონში მე-14 გოლი გაიტანა, რითაც ალექსანდერ ლაკაზეტს გადაასწრო. მიქაუტაძის აქტივში ახლა 14 გოლია:...

გიორგი მიქაუტაძე