პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული დ.დ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ჯ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1743496221
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია - გუშინ ვნახეთ ვითომ დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილი, უკან კი სააკაშვილის ბანერები, რაშიც „ნაცმოძრაობას“ ვამხელდით, კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა
გუშინ სრულიად განულებული ოპოზიცია და მათი განულებული, ვითომ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ვნახეთ, რა მოვისმინეთ?, ვერაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. კირცხალიას...
1743494749
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გუშინ პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით - მოველი საელჩოების მხრიდან შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა
გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით - მოველი საელჩოების მხრიდან შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგა...
1743492890
ახალი ამბებიპაატა სალია: საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, სპეკულაციაა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს
„საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, არის სპეკულაცია სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატ...
1743491556
ახალი ამბებინინო წილოსანი: ამ რადიკალებს იმაზე უფრო მეტი ფიასკო არ შეიძლება ჰქონოდათ, რაც სცენაზე მდგომი სალომე ზურაბიშვილია
„ამ რადიკალებს იმაზე უფრო მეტი ფიასკო არ შეიძლება ჰქონოდათ, რაც სცენაზე მდგომი სალომე ზურაბიშვილია, მათი ერთადერთი სახე, რომლის გამოჩენაც შეუძლიათ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,...
1743488455
მსოფლიოლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ყოველდღე სხვადასხვა ტიპის განცხადებები გვესმის, ხან ზურაბიშვილი თამარ მეფეა, ხან მოღალატეა, ხან ერთობაა, ხან არ არის ერთობა - ასე უნდა გააგრძელონ სპექტაკლები, სანამ არ მიიღებენ ინსტრუქციას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ოპოზიციას გარედან ინსტრუქციები ჯერ არ მიუღია, რის გამოც სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ და ექსპრეზიდენტ სალომე ზუ...