მიხეილ სააკაშვილი: "ვივამედის" ნევროლოგი, რომელმაც მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ექსპრეზიდენტის მიმართა ვრცელდება.

"მას შემდეგ, რაც გორში "მკურნალობის" შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა "ვივამედის" ნევროლოგი თამარ აბაშიძე.

მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა.

არამხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა.

მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც "ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა.

ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე, არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტლის დირექტორი და ახლა ეს კაცი.

ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს.

სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ;

ან მეხსიერებას დავკარგავ და მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება.

ჩემს მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ", - აღნიშნულია მიმართვაში.

სხვა სიახლეები:

🔳 საქართველოში კოვიდინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

🔳 ნათია ფანჯიკიძე: კულტურის მინისტრის ფავორიტს უთქვამს, მწერალი ქალი წიგნის, რომელიც საკრალური 13 ლარი ღირდა, ერთ გვერდზე სამჯერ ახსენებს ქალის სარცხვინელს, სარცხვინელსო

🔳 ესპანეთის რამდენიმე ადმინისტრაციამ, თანამშრომლებს მენსტრუალური შვებულება შესთავაზა

🔳 "სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას" - ვახტანგ კალოიანი ეპიდვითარებაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741788989

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიან

1741785744

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1741784754

ახალი ამბები

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...

პოლიცია

1741783883

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა

მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა, - განაცხადა ფრაქცია „ქა...

ლევან მაჭავარიანი

1741781183

ახალი ამბები

შსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი მუმლაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 მილიონი ლარია მითითებული

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმად 5 000 ლარის ნაცვლად 5 000 000 ლარია დაფიქსირებულ...

შსს