"ოდესმე დადგება დრო, რომ ქვეყნის მმართველები მიხვდებიან არ არის კარგი სხვისი სამლოცველოს მითვისება" - რას წერს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, "აია სოფიას" მეჩეთად გადაკეთებაზე

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "ევროპული საქართველოდან", ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში ფოტოს აქვეყნებს და მეჩეთად გადაქცეული "აია სოფიას" შესახებ წერს:

"დღეს (26.12.2021) მოვინახულე "აია სოფია".

გულწრფელი, რომ ვიყო გული დამწყდა.

ეს ის "აია სოფია" აღარ იყო, რაც შვიდი წლის წინ ვნახე.

თურქეთის ხელისუფლებამ (ფორმალურად სასამართლოს გადაწყვეტილებით) "აია სოფიას" მუზეუმის სტატუსი ჩამოართვა და მეჩეთად გახსნა.

მიუხედავად იმისა, ბევრი ადამიანი თურქეთში ამ ფაქტს დადებითად აფასებს და შეიძლება სხვა ქვეყნის მუსლიმებიც არიან ამ რიგებში, იმ მიზეზით, რომ არაერთი ისტორიული მეჩეთია ეკლესიად გადაკეთებული ან გაპარტახებულიო, მაგრამ მე სწორად არ მიმაჩნია.

თურქეთი მიერ მსოფლიოს მიმართ საუკეთესო მესიჯი და ნაბიჯი იქნებოდა რელიგიური ტოლერანტობის, სახელმწიფოებრივი სიძლიერის და შემწყნარებლობის მხრივ "აია სოფია" პირვანდელ მდგომარეობაში დაებრუნებინა - ანუ ეკლესიად გაეხსნა.

მინიმუმ მუზეუმად დარჩენა სჯობდა.

იმედი მაქვს ოდესმე დადგება დრო, ქვეყნის მმართველები მიხვდებიან პოლიტიკა არ უნდა ააგონ რელიგიურ გრძნობებზე.

ხოლო დომინანტი რელიგიური ორგანიზაციები კი მიხვდებიან არ არის კარგი სხვისი სამლოცველოს მითვისება", - წერს ფეისბუკზე ნაკაიძე.

სხვა სიახლეები:

🔳 "თვითგამოცხადებული დავით აღმაშენებლის ყველა ფანი ჩემს ფსიქიატრადაა გადაქცეული" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

🔳 კახი, მოდი, გავიხსენოთ ჩვენი წარსული... მთელ თბილისს გადაუარა კახიმ, ჩემს გარდა - ია ფარულავა

🔳 „ქმარს არ უყვარს ეგ მშვენიერი ქალი და ასეთებს ყოველთვის ყველაფერს ვპატიობო“ - დინა მირცხულავა

🔳 სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია - მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736085243

საზოგადოება

რუსეთის 2 მოქალაქეს ზუგდიდი-მესტიის გზაზე თავს დაესხნენ

ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუსი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ადგილზე დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმა ედებათ.  სოფელ ნაკრას ასა...

პოლიციაპოლიცია

1736083147

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე: ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1736081650

ჰოროსკოპი

„ომის პლანეტა მარსი ფაზას იცვლის! დადგება ხელსაყრელი მომენტი...“ - რა პროგნოზს აქვეყნებს ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯე...

ასტროლოგი

1736078598

ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის დროს დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო - აფხაზური მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო, - აღნიშნულის შესახებ „აპსნიპრესს“ ოკუპირებული რეგიონის საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს“ ე.წ. ხ...

ხანძარიხანძარი

1736072591

ახალი ამბები

ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავა...

ზოგადი