"ქართულ რეალობაში გაქრა კრიტიკის კულტურა. ჩვენ ან უპირობოდ ვაქებთ ერთმანეთს, ან უპირობოდ გვძულს" - ტორესა მოსი

მწერალი ვახტანგ მოსიაშვილი, ფსევდონიმით ტორესა მოსი სოციალურ ქსელში სიძულვილის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს წერს, რომ ქართულ რეალობაში კრიტიკის კულტურაა გამქრალი, სადაც ან უპირობოდ აქებენ, ან უპირობოდ სძულთ.
"ერთი რამე მინდა ვთქვა, შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა.
სიძულვილი არ არის ენერგია, რამეზეც შეიძლება რამე დააშენო.
სიძულვილი არ არის რამე, რასაც შეიძლება რამე დადებითი შედეგი მოჰყვეს.
ნებისმიერ სიძულვილს აქვს თავისი ფასი. მნიშვნელობა არ აქვს ვინ გძულს. ყველა სიძულვილში იხდი ფასს.
საქართველოში ძალიან ბევრი სიძულვილი იწარმოება. ამ სიძულვილისთვის ყველა ვპოულობთ ლეგიტიმურ მიზეზებს.
ყველა.
ქოცები გინდა გძულდეს? კი ბატონო, იპოვი ათას მიზეზს,
ნაცები? რა პრობლემაა, სამაგისო მიზეზსაც მარტივად ნახავ.
მემარცხენეები?
მემარჯვენეები?
მწვანეები?
ფემინისტები?
კონსერვატორები?
უსასრულო სიაა, ჯამში კი გამოდის, რომ ყველას ყველა გვძულს.
კომიკურობამდე მიდის ხოლმე ეს ყველაფერი, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი ერთ ნაწილში შეიძლება აუტანლად გეზიზღებოდეს და მეორე ნაწილში კი მოკავშირედ განიხილავდე.
თითქოს ეს ყველაფერი ნორმად იქცა, აბა როგორ, ჩვენ ხომ განვსხვავდებით და ბუნებრივია ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად განსხვავებებია ბუნებრივი, მაგრამ სიძულვილი ვერ იქნება ბუნებრივი მდგომარეობა.
თუ დააკვირდებით, ქართულ რეალობაში გაქრა კრიტიკის კულტურა.
ჩვენ ან უპირობოდ ვაქებთ ერთმანეთს, ან უპირობოდ გვძულს.
მენატრება, რომ ვინმემ გამაკრიტიკოს.
კი არ დამგესლოს, მომწამლოს და სიძულვილი მაფრქვიოს თავზე, მითხრას რომ აი ამას და ამას შენში ვაფასებ, მაგრამ აქ და აქ ამიტომ და ამიტომ არ გეთანხმები.
გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ თუ ამას არ ვისწავლით და ასე საკუთარ სიმართლეში ბრიყვული თავდაჯერებულობით მუდმივად ცოფიანი ცხოველებივით ვიქნებით მზად ერთმანეთი ვგესლოთ, ვჯიჯგნოთ და ვფლითოთ, ყველა ერთად მოვყვებით ამ ქვეყნის ნანგრევებში.
და აქვე მინდა ვიკითხო, რატომ გგონიათ, რომ ცინიზმი, ადამიანის ღირსების რაღაც სიმაღლიდან ფეხქვეშ გათელვა, დაცინვა, მაღალი ინტელექტის ნიშანია?
სწავლული შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბრიყვი, რადგან დასწავლა არის მექანიკური პროცესი და დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანის უნართან რაღაც ისწავლოს სტრუქტურულად გამართულად, მაგრამ ინტელექტი გულისხმობს საკუთარ თავში ემოციური ინტელექტის ქონასაც.
კულტურულ ადამიანად ყოფნა აუცილებლად გულისხმობს სხვისი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური და ინტელექტუალური არსებობის ლეგიტიმურად აღიარებას და პატივისცემას.
ამ გაგებით, საქართველოში კულტურის ნაკლებობა ყველაზე მეტად, ამ საზოგადოების ყველაზე განათლებულ ნაწილს ახასიათებს.
ჰოდა, თუ კრიტიკულად შევხედავთ ამ ყველაფერს, კი ჩვენი ყველა უბედურების სათავე არის კულტურად ქცეული უკულტურობა და საყოველთაო სიძულვილის წარმოება.
ჰოდა, ზუსტად ვიცი, ამ სტატუსის კომენტარებშიც ვნახავთ იმის მტკიცებულებას, რასაც ამ სტატუსში ვწერ.
აბა ვნახოთ რამდენი ადამიანი შეძლებს კრიტიკის ისე დაწერას, რომ თან ზიზღი, სიძულვილი და უპირობო მიუღებლობა არ ამოაფრქვიოს.
დაუპირისპირდეს მოსაზრებას და არა ჩემ პიროვნებას. ესაა ის, რაც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ", – წერს ტორესა მოსი.
სხვა სიახლეები:
🔳 "მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს" - ირაკლი ღარიბაშვილი
🔳 საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა
1741767337
ახალი ამბებითბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს
თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით,...
1741765886
ახალი ამბებითბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...
1741764667
ახალი ამბებიცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...
1741763589
ახალი ამბებიდიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...
1741761857
ახალი ამბებიგაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა - „თბილისის ენერჯი“
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება დღის განმავლო...