რა წერია წერილში,რომელიც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ალექსანდრიის პატრიარქს გაუგზავნა

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, დმანისისა და ლორე-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა უნეტარეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქს თეოდორე მეორესა და ალექსანდრიის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს.
„გწერთ თქვენი ქრისტესმიერი ძმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, მთავარეპისკოპოსი დმანისისა (საქართველო) და აგარაკ-ტაშირისა (თანამედროვე სომხეთი), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა.
მწუხარებით შევიტყვე 2021 წლის 29 დეკემბერს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დაეარსებინათ ალექსანდრიის სახელოვანი, წმინდა და სამოციქულო საპატრიარქოს ტერიტორიაზე საკუთარი ეპარქია.
პირადად მე განსაკუთრებით კარგად მესმის თქვენი საწუხარი, რადგან ორიოდე თვით ადრე, 2021 წლის 15 ოქტომბერს მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება დაეარსებინათ ერევნისა და სომხეთის ეპარქია, ზუსტად იგივე არქიეპისკოპოს ლეონიდე გორბაჩოვის მეთაურობით, რომლის წარმოგზავნასაც ამჟამად თქვენს კურთხეულ კონტინენტზე აპირებენ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემს იურისდიქციაში შედის აგარაკ-ტაშირის (ახტალის) 1600 წლოვანი ეპარქია, რომელიც მოიცავს თანამედროვე ჩრდილოეთ სომხეთის რეგიონს. ისტორიულად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოსკოვის საპატრიარქო არ არსებობდა, თანამედროვე ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე სამწყემსო მოღვაწეობას ეწეოდნენ საქართველოს საკათალიკოსოს მღვდელთმთავრები, რომლებსაც ემორჩილებოდნენ სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალკედონიტები. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიამ აღიდგინა უძველესი ავტოკეფალია 1917 წელს, თავად მოსკოვის საპატრიარქოც კი, 1943 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკლესიის სამწყსოდ თვლიდა სომხეთში მცხოვრებ ქალკედონიტებს.
მიუხედავად ამ ისტორიული მოცემულობისა, მოსკოვის ეკლესიამ მაინც დასვა სომხეთში საკუთარი ექსარქოსი და დაუქვემდებარა მას მთელი სომხეთი.
პატივცემულო ქრისტესმიერო ძმებო, უკვე ცხადია, რომ ერთი ხვედრის თანაზიარნი ვართ და თუ ვინმეს ესმის თქვენი სამართლიანი გულისტკივილის, ერთ-ერთი ვარ მე, რომელიც დაზარალებული ვარ რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიისაგან სული წმინდის მიერ ჩემზედ რწმუნებულ ისტორიულ ეპარქიაში შემოჭრით.
როგორც ერთ-ერთი მღვდელმთავარი, ვატარებ დარდს და ჩემს ფიქრებში ვეძებ გამოსავალს, რადგან სამწუხაროდ არ უჩანს დასასრული რუსეთის ანტიეკლესიოლოგიურ ქმედებებს, როგორც საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში,ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც ისტორიულად არსებობდა მცხეთის საკათალიკოსოს იურისდიქცია, ასევე სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან მიმართებით.
გამოვხატავ სოლიდარობას და ლოცვით თანადგომას იმ გამოწვევებთან, რომლის წინაშეც აღმოჩნდით და მსურს, რომ თქვენგანაც ვითხოვო თანადგომა და მოხსენიება.
ვილოცოთ რუსი ძმა მღვდელმთავრებისათვის, რათა სული წმინდამ ჩათესოს მათში მშვიდობის კეთილი მარცვალი და იხსნას ეკლესია იმპერიალისტური იდეოლოგიის ზიანისაგან, “, - წერია წერილში, რომელიც 2022 წლის 12 იანვრით თარიღდება.
ასევე საინტერესოა:
🔵 თურქეთის ელჩის თქმით, წამლებისთვის „ბაზრის გახსნის“ საკითხი გახარიას დროსაც იყო განხილული
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...