"რას აიჩემეთ ეს მიშა და მიშა. ვერ ხვდებით, რატომ ვგდივარ ამ უცხო ქვეყანაში-მეთქი?" - ნუგზარ სულაშვილის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე

საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"ზუსტად 8 წლის წინ, 13:15 წთ-ზე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულში და არა ადამიანური ხმით ვიყვირე - მამა!
კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელი შემოვარდა...
- რა მოხდა ?- მკითხეს გაკვირვებულებმა.
- მამა აღარა მყავს-მეთქი, ვუპასუხე მათ და საკუთარმა პასუხმა მუხლებში მომკვეთა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემმა ძმამ დამირეკა...
- ნუგზარ...
- ვიცი! ახლა იყო ჩემთან და დამემშვიდობა მეთქი...
ალბათ ეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე...
მეც ასე მეგონა...
9 წლის შემდეგ შევხვდი იმ დახუჭულ თვალებს, რომელმაც ჩემს ლოდინში სინათლე დაკარგა... 9 წლის შემდეგ შევეხე იმ მკერდს, რომელშიც მონატრებითა და ტკივილით გარდაცვლილი გული ისევ მელოდებოდა...
მამამ იცოდა, რომ ჩემს ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა და მაინც მელოდებოდა...
ისიც იცოდა, რომ ქვეყნიდან უსამართლოდ გამომაძევეს და სასტიკად მომექცნენ...
დედას და მამას, ერთხელ არ დასცდენიათ უბრალო საყვედურიც კი, მიშაზე...
როცა მეუბნებოდნენ - ეს გაკეთდა; ეს აშენდა; ქვეყანა წინ მიდის; - ზოგჯერ ეგოისტურად მშურდა და მტკიოდა.
ვერ წარმომედგინა რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მათთვის, მაინც ძვირფასი იყო ის ქვეყანა, სადაც მე არ ვიყავი...
და ერთხელაც გულმოსულმა ვუთხარი: რას აიჩემეთ ეს მიშა და მიშა.
ვერ ხვდებით, რატომ ვგდივარ ამ უცხო ქვეყანაში მეთქი?
- კი ვიცი, მაგრამ, შენ ის კაცი არ ხარ, პირად წყენაზე მაღლა რომ ვერ დადგე.
ტკივილმა, თუნდაც უსამართლომ, არ უნდა დაგაპატარავოსო.
მართლა ღირსეული და მაგარი კაცი იყავი მამა.
ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ, ცხოვრებაში, თუ ყოფილხარ თუნდაც ერთი კაცის მოძულე და მტერი, ან თუ არსებობდა ამ ქვეყნად ერთი კაციც კი, ვისაც სძულდი და გმტრობდა.
მადლობა და ნათელი შენს სულს, ჩემო ღირსების მასწავლებლო", - წერს სულაშვილი.
სხვა სიახლეები:
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1741264392
მსოფლიოტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...
1741261938
მსოფლიოპუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...