რომან დოლიძე: ჩემთვის მნიშვნელოვანი ტესტი იყო, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ყველას დავანახვე, რომ ხუთი რაუნდის განმავლობაში დაუღალავად ბრძოლა შემიძლია

UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა. ხუთრაუნდიან ბრძოლაში 36 წლის მებრძოლმა მეტოქეს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

ბრძოლის დასრულების შემდეგ რომან დოლიძემ მეტოქეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანი ტესტი იყო.

„მინდა მარვინს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ის ჩემთან ბრძოლას დათანხმდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ტესტი იყო. უმაღლეს დონეზე ვარ. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ყველას დავანახვე, რომ ხუთი რაუნდის განმავლობაში დაუღალავად ბრძოლა შემიძლია. ჩემს აგრესიას ვაკონტროლებდი, რაც გადამწყვეტი მომენტი იყო. ვფიქრობ, დავიმსახურე, რომ ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე ტოპ 5-იდან იყოს, რობერტ ვიტეკერი ან ადესანია. მომეცით მათთან ბრძოლა, სხვა არაფერი მინდა“, - განაცხადა რომან დოლიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742116889

საზოგადოება

თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების განახლებული ცენტრი გაიხსნა

თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების განახლებული ცენტრი გაიხსნა. განახლებული სივრცე მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა დაათვალიერ...

მომსახურების სააგენტოს

1742112942

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ სურს მისი კოლონიზაცია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკრიტიკა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინის „კოლონიზაცია“ სურს. ეს განცხადება ორბანმა უნგრეთი...

ვიქტორ ორბანი

1742110431

საზოგადოება

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 236 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ხილის ღირებულებამ 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. სასმელების შემდეგ ხილი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია,რომლის...

ექსპორტირებული ნივთები

1742108135

მსოფლიო

აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში ტორნადოს, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში ტორნადოს, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად მსხვერპლი მისურის, არკანზასის, ტეხასისა და ოკლაჰომის შტატებში დაფიქსირდა. ამ შტატებში კიდევ...

შტატებში ტორნადო

1742105877

სპორტი

დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალია - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდება

დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

რაგბი რაგბი