ვიქტორ ორბანი: ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ სურს მისი კოლონიზაცია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკრიტიკა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინის „კოლონიზაცია“ სურს. ეს განცხადება ორბანმა უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ – მისი კოლონიზაცია. ევროპის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი, იმის მიუხედავად, თუ რა ჯდება ეს. სანაცვლოდ, ისინი მიიღებენ სწრაფად გაწევრიანებას კავშირში, ჩვენი ფულით. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეგვიძლია, გვქონდეს: კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, გამოსვლაში ორბანმა აღნიშნა, რომ დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ.

ვიქტორ ორბანი გეგმავს, გაამკაცროს კონტროლი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებზე, რომლებიც დაფინანსებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) და ჯორჯ სოროსისგან იღებენ.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742228399

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა

„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1742228348

საზოგადოება

საქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...

სამინისტრო

1742228245

მსოფლიო

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...

რუანდარუანდა

1742223782

ახალი ამბები

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...

დაკავება

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს