გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა სახიფათო და დასჯადია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა სახიფათო და დასჯადია. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების დროს, ფერმერები მაინც ხშირად იყენებენ ამ მავნე პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას, ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.
„შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ რიგი ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაცავი ზოლია განადგურებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1742233013
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა...
1742232107
საზოგადოებამამუკა მდინარაძე - ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას
არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქარ...
1742230972
სპორტიგიორგი მიქაუტაძე: ჩემი გატანილი გოლი ძალიან მომეწონა, „ლიონში“ ჩემი საუკეთესო კვირა იყო
„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა, კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მას საუკეთესო კვირა...
1742230581
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე
საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებ...
1742228399
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა
„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...