"სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იგი თავს, პუტინის ტყვედ მიიჩნევს" - უკრაინის სახალხო დამცველი

"მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დღესდღეობით", - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეულია საპროცედურო უფლებები.
როგორც ის აცხადებს სააკაშვილი თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს.
"სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად არ სურს უკრაინისთვის რამე ცუდის გაკეთება და არ სურს საქართველოში სისხლის ღვრის დაშვება.
თქვენ იცით, რომ არის ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც განაჩენი გამოტანილია და ძალაში შესულია და ახლა სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმეებზე იხდის სასჯელს.
არის, ასევე, ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სასამართლო განხილვა არ დასრულებულა და ის ცდილობს, რომ ამ საქმეებზე საჯარო განხილვები იყოს სასამართლოში და ასევე, ამაზე საუბრობენ ადვოკატებიც, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ იგნორირებულია ადვოკატების მოთხოვნა და არ მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მიიყვანონ სასამართლოში და მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.
ამგვარად, დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია.
რაც შეეხება გონივრული ვადების უფლების დარღვევას, 8 წელიც არ არის ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განიხილებოდეს მისი სისხლის სამართლის საქმეები", - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 27-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
1741271948
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს
„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...
1741270395
მსოფლიო„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი
რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...