"სააკაშვილის ძალადობით ციხის საავადმყოფოში შეყვანა, ევროსასამართლოს მე 3 მუხლის დარღვევაა" - მარიამ ჯიშკარიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიას" თავმჯდომარე მარიამ ჯიშკარიანი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება.
"კადრები, რომელსაც ავრცელებს იუსტიციის სამინისტრო მხოლოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ციხის საავადმყოფოში შეყვანას, რაც ევროსასამართლოს მე 3 მუხლის დარღვევაა", - წერს ჯიშკარიანი.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეო გაასაჯაროვა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 42 დღეა შიმშილობს.
ამავე თემაზე:
🔲 "სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას" - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...