"სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, მისი არმყვარებლებისთვის უარესი ტრავმა იქნება, ვიდრე მისი მრევლისთვის" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
საქმე ეხება იმედის ეთერში პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან სააკაშვილის შიმშილობაზე განაცხადა, რომ "კანონში წერია, ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება".
"სიმართლე გითხრათ, ახლახან ნაცებისგან ჩემკენ მომართული შლეგის ისეთი ცუნამის დიდებულებით დავტკბი, რომ ძალიან მეზარება, ახლა კიდევ მეორე მხარის ფსკერი გავააქტიურო, მაგრამ შეგნებული ხალხი ხომ ყველა მხარესაა, ვისაც გამოთქმულის ჯანსაღად გაგება შეუძლია, ჰოდა ამაზე ყურადღების არგამახვილება უბრალოდ შეუძლებელია.
თანაც ბარემ ჰალოვინის კვირაა და იბოგინოს ყველანაირმა დაბალმა ვიბრაციამ, არაუშავს.
მოკლედ, ღარიბაშვილს უთქვამს, თავის მოკვლის უფლება კანონით აქვს ყველასო.
ზოგადად რა საფრთხის შემცველი განცხადებაა ეს, ცალკე განსახილველი საკითხია, ქვეყანაში, სადაც სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს ხშირად სერვისებზე ხელმისაწვდომობაც არ გააჩნიათ და რომ მაგალითად, ჯგუფურ თერაპიაში პროტოკოლით იკრძალება პაციენტის მიერ წამოწყებული სუიციდის თემის გააქტიურება, რომ ჯგუფის წევრების იდენტური ფიქრები არ გამოიკვებოს.
თერაპევტმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეძლოს თემის ცვლილება.
მაგრამ მოდით, კონკრეტულ თემასთან დავრჩეთ:
აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვისაც სააკაშვილის სამართლიანად გასამართლების მოლოდინი აქვს, მაგრამ უპირველესად მათ მინდა გაიაზრონ ეს, - სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, მისი არმყვარებლებისთვის უარესი ტრავმა იქნება, ვიდრე მისი მრევლისთვის.
როცა ვიღაც შენ თვალწინ არათავისი სიკვდილით კვდება, ორი ვარიანტი გაქვს, ან მკვლელთან იდენტიფიცირდები ქვეცნობიერად, ან მსხვერპლთან.
მისი მოყვარულები, ტრავმასთან ერთად, საჩუქრად "სამშობლოსთვის შეწირულ გმირს" მაინც მიიღებენ, ამაში მაინც დარჩებიან "მოგებული", რომ ეგონებათ რაღაც დიადის ნაწილი არიან, მერე რა, რომ ეს მსხვერპლი დღეს ქვეყანას არაფერში გამოადგება, პირიქით, მაგრამ პუბლიკას უყვარს მსხვერპლი, რომელიც ადამიანური ნაკლოვანებებისგან თავისუფლდება და მაღლდება, შესაბამისად მისი ერთგული ხალხისთვის ეს განდიდება, რელიგიურ-კულტურულ-არქეტიპული თვალსაზრისითაც, ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე ტრავმის კომპენსაციად იმუშავებს.
არმოყვარულები კი მორალური სრული კატასტროფის წინაშე დადგებიან.
არმოყვარულებს არანაირი კომპენსაცია არ შერჩებათ, გარდა ქვეცნობიერი ბრალეულობის, მკვლელობაში თანამონაწილეობის განცდისა.
მე არ მინდა ეს ტრავმა, რომ მომაყენოს ვინმემ.
არ დამიმსახურებია, იქით მქონდეს დანაშაულის გრძნობა.
დარწმუნებული ვარ, არც არავის გინდათ.
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, შეწყდეს ჩვენი ფსიქიკის ტრავმირება, ყველა გველაპარაკოს ადამიანურ ენაზე.
მთავრობისგან ერთადერთი სიტყვები უნდა ისმოდეს: "გარანტიას გაძლევთ, არაფერი მოუვა, ჩატარდება სამართლიანი სასამართლო".
მთავრობამ არ უნდა კვებოს ჩვენი კოლექტიური "მკვლელი" ბუნება.
სააკაშვილს კი ყველა მისმა მომხრემ, რომელსაც აზროვნების უნარი აქვს, ასევე უნდა სთხოვოს, შეწყვიტოს თავისი ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნა.
ასეთი კარგი მცდელობაა ოპოზიციის ახალი დაჯგუფების მხრიდან, გველაპარაკებიან საქმეზე, გვეპრანჭებიან, გვიმღერიან, გვაიმედებენ... რომ არა ეს დრამა პარალელურ ხაზად, შანსი გაგვიჩნდებოდა, დაგვებრუნებინა ჯანსაღი ფსიქიკური ცხოვრება, რომელიც 30 წლის ტანჯვის შემდეგ მაინც ნამდვილად დავიმსახურეთ.
და ბოლოს, რეალიგიური ასპექტი, რომელიც ბოლოში კი არა, თავში უნდა იყოს - სუიციდის "ნებადართულობის"განცხადებას ეკლესიის პასუხი უნდა მოჰყვეს. დღეს ერი ისედაც ლატენტური თვითმკვლელია, გადატანილი უამრავი სტრესის გამო", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
📌 "სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანით, იქ მუდმივი ქაოსი იქნება" - ირაკლი ღარიბაშვილი
📌"ნუ ანდობთ თქვენი შვილების ბედს მათ, ვისაც ასე არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე" - ნანა გეგეჭკორი
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...