სამინისტრო: პანდემიის პირობებში სკოლებში გაზაფხულის სემესტრი მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი.

„სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა. დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყება ირწმუნება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებით და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.

ასევე საინტერესოა:

🔵 საქართველოში დღეს სამი მიწისძვრა მოხდა

🔵 დღეს და ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი

🔵 „აუცილებლად დავამარცხებთ თან მალე ამ ყველაფერს!“ - ნინა კობახიძე „ომიკრონის“ შესახებ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741765886

ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

1741764667

ახალი ამბები

ცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

ააა

1741763589

ახალი ამბები

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...

პოლიტიკოსები

1741761857

ახალი ამბები

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა - „თბილისის ენერჯი“

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება დღის განმავლო...

გაზი

1741760520

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების განახლებას და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენას. ამის შესა...

ცც