საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლად დანიშნულ არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლეს

2025 წლის 6 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლად დანიშნულ არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლეს.
ბელგიის, ლუქსემბურგის, კვიპროსის, ფილიპინების, კამბოჯის, გვატემალის, სომალის, ბურუნდის, მალის, ტაჯიკეთისა და პაკისტანის ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, ასევე, საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევაზე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და საქართველოს მთავრობის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, გიორგი ზურაბაშვილმა ვრცლად ისაუბრა საელჩოების როლზე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
„საელჩოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ისინი გარკვეულწილად ხიდების ფუნქციას ასრულებენ მთავრობებს, კულტურებსა და ხალხებს შორის. ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებით ჩვენ ვქმნით ნდობის, ეფექტიანობისა და გაზიარებული ცოდნის ქსელს, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 6 მარტს, საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააფორმეს მემორანდუმი პოლიტიკური კონსულტაციების დაფუძნების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და გვატემალის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა) ედუარდო ენრიკე ერნანდეს რესინოსიმ.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...