საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა
საქართველოში დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა.
მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
🔲 არის სრულად ვაქცინირებული;
🔲 გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;
🔲 ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
🔲 ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.
🔲 CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს.
🔲 აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.
🔲 საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს.
🔲 საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.
🔲 აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში:
🔲 სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები,
🔲 კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული),
🔲 კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები,
🔲 სამორინეები და სათამაშო ბიზნესს ობიექტები, სპა ცენტრები
🔲 ფიტნესს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.
რესტორნებს სამუშაო საათებზე შეზღუდვა მოეხსნებათ
რესტორნებს, რომელთაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე.
შეგახსენებთ, რომ აქამდე რესტორნებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდათ.
გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებსა და თეატრებში.
1-ლი დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ამოქმედდება კოვიდ-პასპორტები, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.
მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.
ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას.
წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2,000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზის შემდეგ ნომრებს - 15 05, 144, 1522.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 ობიექტების ჩამონათვალი, სადაც მხოლოდ მწვანე პასპორტით მოხვდებით
1736195255
ახალი ამბებიქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის საქართველო დღეს, 7 იანვარსქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, იესო ბეთლემში, ნათლით გაბრწყინებულ გამოქვაბულში იშვა, სადაც უამინდობისას...
1736191427
ახალი ამბებითბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება - როდის აღდგება წყალმომარაგება
GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. კომპანია წყალმომარაგების აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. "ნაძალადევი,ქვიშხეთის ქ.N 35-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანე...
1736186698
ახალი ამბებილოცვა, რომელიც შობის ღამეს ფანჯარაზე ანთებულ სანთელთან უნდა წაიკითხოთ
ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი - სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. სასულიერო პირებისგან ვიცით, რომ ფანჯრის კონკრეტულ მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა...
1736184036
ახალი ამბები„2025 წელს ევროპაში გასამართი არჩევნები დიდ პოლიტიკურ ძვრებს გვპირდება“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე 2025 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ არჩევნებმა შესაძლოა, ევროპისა და ევროკავშირის მომავალი შეცვალოს. „2025 წელს ევროპაში გასა...
1736180472
ახალი ამბები„ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ...“ - შსს-მ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ...