საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები, ცდილობდნენ კონკრეტული თემები დაებლოკათ - იმედა დარსალია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეული გადაცემის „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანი ამბობს, რომ გადაცემას წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული პრობლემა.

იმედა დარსალიას თქმით, მაუწყებლის მენეჯმენტს, გადაცემის სარედაქციო პოლიტიკასთან ჰქონდა  სერიოზული პრობლემა და ცდილობდნენ კონკრეტული თემები დაებლოკათ.

„მე 2 წლის განმავლობაში ვცდილობდი, ტოპ მენეჯმენტიდან დაწყებული, ყველა რგოლთან ეს პრობლემები მოგვეგვარებინა, რადგან ეს არის "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და "ახალი კვირა" იყო კვირის შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა, ამიტომ გამორიცხულია, ნებისმიერი ტიპისა და თემის დაბლოკვა. საბოლოო ჯამში ეთერიდან გამიშვეს"- თქვა იმედა დარსალიამ, „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ე.წ. შავი სიები არსებობს.

„ამას პირველად ვამბობ, იყო შავი სიები, თუმცა მეტ კონკრეტიკას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, რადგან სასამართლომდე აუცილებლად მივალთ, სადაც ყველაფერს ვიტყვი. შავი სიები ნიშნავს, ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა, ეს მოდიოდა შიდა მენეჯმენტიდან.

მინდა ვთქვა, რომ ეს პრობლემები, არხის დირექტორის ჩარევით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვაგვარეთ. გეტყვით, რომ ანალიტიკურ გადაცემაში "ახალი კვირაში" პოლიტიკა ოფიციალურად იყო აკრძალული, თუმცა არხის დირექტორთან მოლაპარაკებით და მისი ჩარევით, პოლიტიკა დაბრუნდა და ყველა პრობლემური საკითხი ეთერს დაუბრუნდა, ეს იყო მცირე მაგრამ კარგი პერიოდი "ახალი კვირის" გუნდისთვის. მეტ-ნაკლებად მიწევდა, ომი კრიტიკული თემის ეთერში გასასვლელად "- განაცხადა, იმედა დარსალიამ.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „ახალი კვირა“ აღარ გადის. მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ყოველგვარი განმარტების გარეშე, რეორგანიზაციის საბაბით  დახურა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ავსტრალიელმა მამაკაცმა თავი იტალიის მონარქების მემკვიდრედ გამოაცხადა და მილანში “კუთვნილი” სამეფო სასახლე მოითხოვა

🔵რაც ერთიანი იყო, ნაწილებად დაიშლება, ეს რუსეთის გვერდით მოხდება - რა ხილვა ჰქონდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე ვანგას

🔵ზურაბიშვილის, კობახიძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომზე მომავალი თაობების გასარჩევი გახდება, როგორც სამარცხვინო - თამარ ჩერგოლეიშვილი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741257625

საზოგადოება

გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა

„სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, როგორმე ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც კოლექ...

გია ვოლსკ

1741256512

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი

საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია...

გია ვოლსკ

1741254513

მსოფლიო

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...

 სპეცრაზმი  სპეცრაზმი

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი

1741252033

ახალი ამბები

შსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...

შსს