ზურაბიშვილის, კობახიძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომზე მომავალი თაობების გასარჩევი გახდება, როგორც სამარცხვინო - თამარ ჩერგოლეიშვილი

გამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, მმართველი გუნდის წარმომადგენლების რეაქციას უკრაინა - რუსეთს შორის დაპირისპირებაზე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
“მე ვერ წარმომიდგენია პატრიოტი და გონიერი ქართველი, რომელიც წინა ხელისუფლების ზიზღიდან დისტანცირებულია და ამ განცხადების უმსგავსობას ვერ ხედავს, ან დაინახავს. ზუსტად ამიტომ მჯერა, რომ ზურაბიშვილის, კობახიძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომზე მომავალი თაობების გასარჩევი გახდება, როგორც სამარცხვინო.
გულწრფელად მჯერა ამის.
რაც შეეხება შიშს – შიში ცხადია ნორმალურია.
სიმხდალეა არანორმალური.
თუ შიში წინდახედულებისკენ გიბიძგებს და გეშინია, რომ რუსეთის პირისპირ მარტო აღმოჩნდები, სუვერენიტეტს დაკარგავ და შერცხვები, სასარგებლო გრძნობაა.
წინდახედულია ის ვინც ხვდება, რომ ბულინგის ქვეშ ვერ იცხოვრებს, ფულს თუ ერთხელ ჩაიტანს, მეორედაც ჩაატანინებენ, მესამედაც – მუდამ ღირსება შელახული იქნება – ამიტომ ფრთხილობს, მაგრამ მოგვარებას ცდილობს, აგებინებს ნაცნობებს რომ საფრთხის ქვეშაა, იმისთვის რომ უფრო დაცული იყოს, უფრო ძლიერებთან ალიანსებს ქმნის, რომ ვეღარ მიწვდნენ.
კობახიძე ასეთი არაა – ამიტომ ვერ არჩევს შიშს და სიმხდალეს.
სიმხდალის საპირწონე თუ სიმამაცეა – სიმამაცე თავზეხელაღებულობას არ ნიშნავს, წინდახედულებას, სამართლიანობას, გამბედაობას და ზომიერებას ნიშნავს.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ცვლილებები ათენის მეტროს სამუშაო გრაფიკში
🔵“18 თებერვალს მარსისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი პიკს მიაღწევს” - ასტროლოგი ხათუნა ნოელი
1741270395
მსოფლიო„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი
რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1741264392
მსოფლიოტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...