შე ორლარიანო, ნაძირალავ, ეს რა იკადრე?! - ვის უპირისპირდება ვახო სანაია
ჟურნალისტი ვახო სანაია, თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ ლადო ბოჟაძეს უპირისპირდება.
"მე წამოვწიე, შე ნაძირალა. ჩემი ძმის საქმეა! ფორმულაზე ლამის პირდაპირ ეთერში გაიგეს, ვინ მყავდა სტუმრად. ფულის გამო ყველაფერს როგორ კადრულობ, შე არაკაცო.
ციხისთავის თემაზე ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო გამოძიება და მერე არაფერი გაუკეთებია პროკურატურას. იმ დროს, როცა ციხისთავი ჯერ კიდევ ციხეში იჯდა. მაშინ არც ფორმულა არსებობდა და პრემიერობიდან გაგდებული ღარიბაშვილი ჩირგვებში ჰყავდა გადამალული ივანიშვილს. ციხისთავი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან და ინტერვიუს დასთანხმდა.
შე ორლარიანო, ნაძირალავ.
ეს რა იკადრე :
,,თამაზ თამაზაშვილის თემა წამოწია ტელეკომპანია ფორმულამ, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი...
კეზერაშვილსაც საკუთარი მოტივაცია აქვს იბრძოლოს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რადგან დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვაზე საქმეს მსვლელობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს მიეცა, რაზეც კეზერაშვილს სასამართლომაც მიუსაჯა სასჯელი."
Vladimir Bozhadze . ვლადიმერ ბოჟაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით ბრძოლა გრძელდება, ,,ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზიები კვლავ ტყუილით, დეზინფორმაციითა და ცილისწამებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ვინ არის სინამდვილეში კოტე ციხისთავი? ის 25 წელზე მეტია აგენტია, დისკრედიტირებული, ნასამართლევი.
გაქცეული გია ლორთქიფანიძის პირადი აგენტი, რომელიც ახლაც თანამშრომლობს ნაცმოძრაობასთან. თამაზ თამაზაშვილის თემის წამოწევით ასრულებს პოლიტიკურ დავალებას.
ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს როცა ვითომ გია ლორთქიფანიძის აფეთქება იგეგმებოდა, სწორედ თავისვე აგენტ ციხისთავს დაადებინა ასაფეთქებელი, რაც შსს-მ გაშიფრა და მაშინ არავინ დაშავებულა.
რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილის თემას: ამ საქმეზე პროკურატურამ თავის დროზე ყველა გამოი9კითხა, მათ შორის ციხისთავი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა.
შოთა ჭიჭიაშვილი, რომელსაც ახსენებს ციხისთავი, გია ლორთქიფანიძემ
მოაკვლევინა უკრაინაში.
ძალიან საინტერესოა გიორგი სანაიას მკვლელობა რატომ არ გამოიძია ნაცმოძრაობა მაშინ როცა თავად იყვნენ 9 წელი ხელისუფლებაში და ამ თემას მუდმივად ახსენებდნენ 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე? თამაზ თამაზაშვილი ამ წლების განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისთვის კითხვების დასმა. რატომ ახლა? იმიტომ რომ ეს არის ბინძური პოლიტიკური დაკვეთა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ვინ არის და რატომ არის ასე მოტივირებული გია ლორთქიფანიძე, რა მიზანი ამოძრავებს?
მას ჩაუვარდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის და ,,რევოლუციის" გეგმა, ამ საქმეზე დაკავებულებმა სწორედ ის დაასახელეს ორგანიზატორად.
თამაზ თამაზაშვილის თემა წამოწია ტელეკომპანია ფორმულამ, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი, საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით. კეზერაშვილსაც საკუთარი მოტივაცია აქვს იბრძოლოს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რადგან დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვაზე საქმეს მსვლელობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს მიეცა, რაზეც კეზერაშვილს სასამართლომაც მიუსაჯა სასჯელი.
შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია: დამკვეთიც და შემსრულებელიც, ასე ტანდემში მოქმედებენ ნაცმოძრაობა, გია ლორთქიფანიძე და დავით კეზერაშვილი, თუმცა ტყუილით მიზანს ვერავინ მიაღწევს", წერს, ვახო სანაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე ქუთაისსა და ფოთში არასრულწლოვნები დააკავეს (ვიდეო)
1736688376
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ქარი და წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი ნალექი. „მო...
1736684174
მსოფლიოსლოვაკეთის პრეზიდენტი, გაზის საკითხის გამო, უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს
სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ, რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერების გამო, კიევში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ მან ადგილობრივი ტელეარხის STVR-ის ეთერში ისაუბრა, იუწყე...
1736681825
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „ბათუმელების“ დირექტორის დაკავებაზე: კადრებში ვიხილეთ, რომ ხელს ურტყამს პოლიციელს, ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება
რაც პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, ხელს ურტყამს პოლიციელს და ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გუშინ ბათუმის აქციაზე მო...
1736678463
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია, ამ ახალგაზრდებმა კარგად დაინახონ, რას ნიშნავდა ავტორიტარული რეჟიმი და გაავლონ პარალელი, თუ როგორი მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ დღეს
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ახალგაზრდების ნაწილმა კარგად დაინახოს, თუ რას ნიშნავდა რეალურად ავტორიტარული რეჟიმი და გაავლოს პარალელი, თუ როგორი მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ...
1736675250
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე „ბათუმელების“ დირექტორის დაკავებაზე: მზია ამაღლობელი არა მედიის წარმომადგენელი, არამედ ოპოზიციონერი პროვოკატორია, რომლის მიზანსაც, დიახ, დაკავება წარმოადგენდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიციას დაეკავებინა
მზია ამაღლობელი არა მედიის წარმომადგენელი, არამედ ოპოზიციონერი პროვოკატორია, რომლის მიზანსაც, დიახ, დაკავება წარმოადგენდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიციას დაეკავებინა, - ასე ეხმიანება ექსპერტი და...