შობის სასწაულები - რა საოცრებები მომხდარა ამ ღამით სხვადასხვა ქვეყანაში

იესო ქრისტე იშვა ღამით, ბეთლემში, ამ ღამეს მთელ სამყაროში დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა. შობის ღამეს რომში მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია. წარმართული ტაძარი დაინგრა, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა.
ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა. ისრაელში, დეკემბერში ვაზი აყვავდა. შიო მღვიმეში დეკემბერში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები მეალილოვე მწყემსების დარად დღესაც ელიან შობას.
ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ. იმ ღამით არ ეძინა სამ მწყემსს, რომლებიც ფარას მწყემსავდნენ. მათ მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ზეციური ბრწყინვალებით და ამცნო - "მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნა ყოველი ადამიანისთვის, რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე".
იმ დროს როდესაც გაბრიელმა მწყემსებს ეს სასწაული ამბავი აუწყა, ზეციდან ანგელოზების გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ღმერთს ადიდებდნენ "დიდება მაღალთა შინა ღმერთისა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
მწყემსები ახალშობილის დაბადების ადგილას მივიდნენ და ნახეს სასწაული, საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა, ირწმუნეს რომ ეს იყო მესია, რომელსაც ამდენ ხანს ელოდნენ და რომ იგი მოევლინა, რათა იხსნას კაცობრიობა. ყოველი შობის ღამეს ვარსკვლავის გამოჩენის შემდეგ მოციქულების წინამორბედი ქრისტეს მახარობელი მწყემსები მთელ ქვეყანას ამცნობენ ამ უდიდეს საიდუმლოს ქრისტეშობას.
ვინ მოთვლის რამდენი საუკუნეა მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპრები ვარსკვლავით განათებულ ღამეში, ამცნობენ, ქრისტესშობის საოცარ ამბავს ქართველ ერს.
ტრადიციულად თითოეული ოჯახის კარ-მიდამოს რომ მოივლიდნენ და მასპინძელს ღვთის სადიდებელ ალილოს "ოცდახუთსა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო" უგალობდნენ.
მასპინძელი იესოს შობის მაცნეებს უხვად ასაჩუქრებდა. ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ - კაკალით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, რაც კი მოეპოვებოდა.
მეალილოვეს ძღვენის გარეშე გაშვება ფუძის უბარაქობას ნიშნავდა. აუცილებლად უნდა გამოეტანათ კვერცხი, სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო.
ყოველ მეალილოვეში ქართველი ღმერთს ხედავდა, რომლისთვისაც მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო დიდებაც და თაყვანისცემა. ალილოს ტექსტში "ჩიტი ღობეზე შემოჯდა, წისქვილს პური დავარიგე" ჯანმრთელობის, ბედნიერების და ბარაქიანობას ნიშნავდა. იმ ღამეს მოწყალება, რომელიც უხვად გაიცემოდა ღარბ- ღატაკებს ურიგდებოდა.
თუშეთში შობას დიასახლისი ტაბლას რომ გააწყობდა, ნათლისღებამდე ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო, მას ქრისტეს სუფრას ეძახდნენ, ტაბლაზე უხვად დაწყობილი დიდი ქადები კი "ქრისტეს საგძალი".
ასევე დაგაინტერესებთ:
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...
1741271948
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს
„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...
1741270395
მსოფლიო„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი
რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...