სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცება (ვიდეო)

სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი იფიცება მთელი ქვეყნის მასშტაბით!
ინფორმაციას დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს.
სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიაციისა და მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა და 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 390 ადამიანი გაიფიცება. პროტესტი კი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ჰქონდათ და აქვთ კოლექტიური დავა სააგენტოსთან. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც მედიაციის პროცესი, ასევე შემდგომი მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა. სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა.
ამ ადამიანების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, აქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ ისეთ ხელფასზე, რომლითაც არსებობა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ უფრო დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ დახმარებას. ეს ადამიანები ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯებს. მათ უწევთ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით და თავისი ჯიბიდან უწევთ ტრანსპორტის ხარჯების გადახდა. ასევე, პროფკავშირი ითხოვს კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. ითხოვენ, რომ ყოველწლიურად მათი ხელფასი ინფლაციასთან მიმართებით გაიზარდოს. ასევე, ეს ადამიანები ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, როგორიცაა დაზღვევა და ასე შემდეგ. დაახლოებით 12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი. სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი ეს არის 200 ლარი ხელზე ასაღები და შემდგომ გამომუშავებით. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როცა შევიტყვეთ, რომ მინისტრი გადადგა. ვითხოვდით კომუნიკაციას, თუმცა ამის შემდგომ კომუნიკაცია ფაქტობრივად შეწყდა", - განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დავით თომსარაშვილმა.
ფოტო: „პუბლიკა“
ასევე საინტერესოა:
🔵 ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა (ვიდეო)
1741788989
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1741785744
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741784754
ახალი ამბებიგორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...
1741783883
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა
მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა, - განაცხადა ფრაქცია „ქა...
1741781183
ახალი ამბებიშსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი მუმლაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 მილიონი ლარია მითითებული
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმად 5 000 ლარის ნაცვლად 5 000 000 ლარია დაფიქსირებულ...