თაკო ჩარკვიანი: მირეკავენ მეკითხებიან და ამიტომ ვწერ - თავს შევიკავებ და ვერ მივიღებ მონაწილეობას

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ორბელიანების სასახლეში გამართულ წინასაახალწლო ღონისძიებაში არ მონაწილეობის მიზეზებს სოციალურ ქსელ ფეისბუკში განმარტავს.
"მირეკავენ მეკითხებიან და ამიტომ ვწერ:
დიახ, მივიღე მოსაწვევი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეზიდენციაში ამ საღამოს სადღესასწაულო მიღებაზე.
რა თქმა უნდა დიდი მადლობა მიწვევისთვის, ყოველთვის ნებისმიერ დიალოგს მივესალმები, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რადგან მივიღე ინფორმაცია, რომ დღევანდელი შეხვედრა არ გასცდება სადღესასწაულო ფორმატს და დაგეგმილი არ არის და ამ ფორმატში არ შედის მყისიერი განხილვა ან საუბრის დაწყება, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს, ჩიხში შესულ ვითარებაზე, თავს შევიკავებ და ვერ მივიღებ მონაწილეობას სადღესასწაულო - საზეიმო ღონისძიებაში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მიწვევისთვის და მზად ვარ უახლოეს მომავალში, პოლიტიკური დიალოგის შესაბამის ფორმატში აქტიური მონაწილეობა მივიღო, ქვეყნის განვითარების და ამ მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთშეთანხმების მიღწევის გზაზე", - წერს ჩარკვიანი.
16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა.
ამავე თემაზე:
🔲 მიხეილ სააკაშვილი: ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას
🔲 ხატია დეკანოიძე: მომეწონა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო
1741243154
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...
1741241235
მსოფლიოდონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ
გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...
1741240138
საზოგადოებალევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია
თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...
1741240030
საზოგადოებაფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...
1741237749
საზოგადოებაჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. რო...