ტესტს "ომიკრონის" ამოცნობა უჭირს - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტესტებს "ომიკრონის"   გამოვლენა უჭირს, რის გამოც სიმპტომების მქონე მოქალაქეები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდდადებითები.

​როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, თუ მოქალაქეს ნეგატიური ტესტის მიუხედავად აქვს სიმპტომები, მან 8 დღე უნდა გაატაროს იზოლაციაში, ხოლო შემდგომი 5 დღე ინტენსიურად ატაროს პირბადე.

"ომიკრონის მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე დელტა შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი არ არის. შესაძლებელია, რომ ტესტმა განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს. PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს მოახდინონ და არა პირველივე დღეს. თუმცა, არის პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის. ამიტომ ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, რომ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს.

ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი, არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს. ისინი უნდა დარჩნენ სახლში, იყვნენ იზოლაციაში თუ სიმპტომები აქვთ 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე. თუ დამძიმდება პაციენტი და ჰოსპიტალში წაიყვანენ, თუნდაც კოვიდი არ ჰქონდეს, მერე რა? - ამითაც არაფერი შავდება, პირიქით, თუ ჩვენ ასეთ პაციენტს სერიოზულად არ ჩავთვლით, ვეტყვით, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითია და არ იფიქრო კოვიდზე, აქ შეიძლება დაზარალდეს პაციენტიც და შესაძლებელია დამძიმდეს კიდეც", - განაცხადა ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალ სტუდია".

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რომ ვიყოთ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა, გვეყოლება 5 გარდაცვლილი 47-ის მაგივრად - თენგიზ ცერცვაძე

🔵"ომიკრონი ისევ კლავს, ისევ მოახვედრებს კლინიკაში პაციენტებს, დიდი რისკია იგივე სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების" - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741810492

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...

ირაკლი კობახიძე

1741810419

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში

„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...

ირაკლი კობახიძე

1741808670

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...

შალვა პაპუაშვილი

1741808637

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე

როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...

ირაკლი კობახიძე

1741808601

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა

ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...

ირაკლი კობახიძე