"წლების წინათ თამადობაში 500 ლარი გადამიხადეს, დღესაც ვსინჯავ იქნებ სადმე ვითამადო ფასიანად და დამებედოს"- გოგა ჩანადირი სახალისო ისტორიით

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, ბედობასთან დაკავშირებით, სახალისო ისტორიას იხსენებს:
"წლების წინათ 17 დეკემბერს თამადობაში 500 ლარი გადამიხადეს.
მინდოდა, დამბედებოდა, მაგრამ, ეტყობა, იმ ბარბარობის ბედობას გზაკვალი აერია და ფასიანი თამადობა არ დამაბედა.
არადა, სუფრებზე გვარიანად კი მაგზავნა.
აბა, რა იქნებოდა? ახალი წელი მოდიოდა კორონაპანდემიაც არ იყო მაშინ და სუფრებს რა გამოლევდა?
ბედობაა 17 დეკემბერს, ბარბარობასო, 2 და 15 იანვარსო, ახლით და ძველით ახალი წლის მეორე დღესო.
ალბათ, რაღაც საერთო გამოცდილება არსებობს და იმას ეფუძნება ეს ტრადიცია.
გასაკვირია, რომ იმ ფასიანი თამადობის გარდა, ყოველთვის რაღაცები მართლა მებედებოდა.
კარგი, ჯანდაბას, დღეს ვსინჯავ, იქნებ სადმე ვითამადო ფასიანად.
თუ ახლაც არ დამებედება, ესე იგი, ცუდი თამადა ვყოფილვარ.
ეს იქით იყოს და მართლა დავიბედოთ სიყვარული, სასიამოვნო განწყობები, ღიმილი, მადლიერება, სიმშვიდე, კეთილგანწყობა, სიკეთე, სიმართლე, წესიერება და დანარჩენ დღეებში, თუ გინდა, ტყემალზე შევსხდეთ.
ბედობას დაბედებული ეს ყველაფერი მაინც ძირს ჩამოგვსვამს.
ბედნიერი ბედობა ყველას!",-წერს გოგა ჩანადირი.
ამავე თემაზე:
📍როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას იმისთვის, რომ მთელი წელი წარმატებული და ბედნიერი გქონდეთ
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...