თურქეთიდან იმპორტირებული დაბალფასიანი მედიკამენტები აფთიაქებში სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან გამოჩნდება

"ხელისუფლების ინიციატივის ფარგლებში, თურქეთიდან იმპოტირებული, შედარებით დაბალფასიანი მედიკამენტები საქართველოში მოქმედ სარეალიზაციო ქსელებში, სავარაუდოდ მარტის ბოლოდან გამოჩნდება. ეს იქნება პირველი პარტიები და არა მასობრივად შემოტანილი წამლები, და პირველი ანალიზის შესაძლებლობაც ამ პერიოდიდან გახდება შესაძლებელი", - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტიორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქ პარტნიორებთან, რომლებთანაც შესათანხმებელია უამრავი ნიუანსი.
მისივე განცხადებით, კომპანიები თავად გადაწყვეტენ რა სახეობის, რა რაოდენობის წამლები შეისყიდონ თურქეთიდან და რომელი ბაზარი ჩაანაცვლონ ამ შესაძლებლობით.
„რა ეფექტს მოიტანს ეს ჩვენი ბაზრისთვის, ამის გაგებას, როგორც იანვარში ვთქვი, ჯამში სჭირდება 3-4-თვიანი პერიოდი, სავარაუდო დინამიკა გამოჩნდება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ და გავიგებთ თუ რამდენი მედიკამენტი ჩანაცვლდება, რა სახეობის.
ეს არის კომერციული და ტექნიკური საკითხი იმიტომ რომ ყველა იმპორტიორი თავად გადაწყვეტს რომელ ბაზარს ჩაანაცვლებს თურქეთის ბაზრით.
რა ფასდაკლებებში იქნება, ეს თემაც დროის შემდეგ განხილვის საგანია.
ფასდაკლება შეიძლება 5% იყოს, შეიძლება 10-15%.
თურქეთში სხვა სახის რეგულაციაა ფასზე, იქ სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ, ამიტომ აქ რომელი შემოვა და როგორი ფასით ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია.
ამის ანალიზს შევძლებთ სავარაუდოდ მარტის ბოლოდან, როცა ფიზიკურად რეალიზაციაში ჩაეშვება მედიკამენტების ნაწილი,”- განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.
შეგახსენებთ: 17 იანვრიდან საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა.
ცვლილების შედეგად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.
წყარო: jandacva
სხვა სიახლეები:
📍"დამითმია ბურთი და მოედანი "ბლოგერებისთვის" - რატომ აუქმებს ფეისბუკ გვერდს ექიმი ზაზა თელია
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...