"ურთულესი საყურებელია, როგორ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი, ზოგჯერ მგონია, მალე ფიქრებშიც შემომივარდებიან გესტაპოები" - ნანა გეგეჭკორი

ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელ ფეისბუკში, საზოგადოებაში არსებულ სიძულვილს ეხმაურება. როგორც გეგეჭკორი წერს, იგი შეშფოთებულია ადამიანების ამ დამოკიდებულებით ერთმანეთისადმი.

"ურთულესი საყურებელია, როგორ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი, აშინებთ სიახლეები და ებრძვიან მათ, ვისაც გამოწვევების არ ეშინიათ.

როგორც არ უნდა სცადო, უსასტიკესი სიძულვილის და სიბინძურის ნიაღვარს დაუსხლტე, ვერანაირად ვერ ახერხებ...

ზოგჯერ მგონია, მალე ფიქრებშიც შემომივარდებიან გესტაპოები, რომ მათ მიერ დაწესებულ ჩარჩოებში მოაქციონ ჩემი აზრები.

ცხადია, ყველას აქვს უფლება იკამათოს, არ მოსწონდეს, რჩევები გასცეს, დააკვალიანოს, მიგითითოს და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც ქართულ სოციალურ სივრცეში ხდება ჰუმანურობის ზღვარსაა გაცდენილი და არანაირი კავშირი არ აქვს ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებებთან...

ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მასშტაბებს რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე...

90-იანი წლების ტრავმებმა, როგორც ჩანს, უმძიმესი კვალი დატოვა სოციუმზე... არც ახლანდელი ამბები იძლევა წინა ტრავმისგან განკურნების საშუალებას...

გულწრფელად მშურს ადამიანების ვისაც ოპტიმიზმი შემორჩა.

მე აქაურობა მაშინებს...", - წერს ნანა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 დაინფიცირების ალბათობა, არის საკმაოდ მაღალი... თავს გაუფრთხილდით - ექიმი ნანა გეგეჭკორი

🔲  "ახალგაზრდებმა, რომ წარმოიდგინოთ სად ვცხოვრობდით ვარდების რევოლუციამდე..."- რა ისტორიას იხსენებს ნანა გეგეჭკორი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი