ვატიკანი პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის რთული კლინიკური მდგომარეობის შესახებ იუწყება

ვატიკანი პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის რთული კლინიკური მდგომარეობის შესახებ ავრცელებს განცხადებას.

როგორც ცნობილია, პაპი ფრანცისკე ერთი კვირის წინ ბრონქიტით დაავადდა და რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ექიმებმა მკურნალობის გეგმა შეცვალეს.

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. ის საავადმყოფოში მანამდე დარჩება, სანამ ეს საჭირო იქნება.

„კლინიკური მაჩვენებლები სტაბილურია, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის მიერ დანიშნული დიაგნოსტიკური და თერაპიული ღონისძიებები“, – აღნიშნულია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „ბიბისი“ წერს, პაპ ფრანცისკეს ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. წლების წინ მას ფილტვის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც განსაკუთრებით მგრძნობიარეა რესპირატორული ინფექციების მიმართ. ბრონქიტის გამო რომის პაპი საავადმყოფოში გასული წლის მარტშიც გადაიყვანეს. ხოლო დეკემბერში ავადმყოფობის გამო მან ვერ შეძლო კლიმატის სამიტზე გამგზავრება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740169538

სპორტი

მადლობა გულშემატკივარს, მათ მოიგეს ეს თამაში და საქართველომ დაიმსახურა ეს ყველაფერი - დუდა სანაძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს. „რა თქმა უნდა, ემოციების...

 დუდა სანაძე

1740168754

საქართველო

როგორი ამინდი იქნება 22 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

22 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -13 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:  გაგრა +3 - უ...

ამინდი

1740166997

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლო...

პრემიერ-მინისტრ

1740164856

ახალი ამბები

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორა დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დ...

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმ

1740164718

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებმა თბილისში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური...

საქართველოს ნაკრებ