ვუსამძიმრებ სანდრას, მის მამას, ედუარდს, ძმას, ეგბერტს და ჩემს ნიკუშას და ედუჩას - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსსა და მისი ოჯახის წევრებს, დედის გარდაცვალებას უსამძიმრებს. სააკშვილის წერილი, მის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.

"სანდრას დედა, მაგდა გარდაიცვალა. ის იყო ძალიან კეთილშობილი, მშრომელი, ლამაზი ქალი. მაგდა ვან დერ პული, მიუხედავად თავისი არისტოკრატული წარმოშობისა, იყო უკიდურესად თავმდაბალი და ძალიან უსიტყვო.

თუ სადმე იციან გვერდით დგომა, ნათესაობა, ერთმანეთის გატანა, ეს ჰოლანდიაა.

ბოლო რამდენიმე წელი მაგდას ალცჰაიმერის დაავადება სჭირდა. მისმა მეუღლემ, ედუარდმა, ბინა შეიძინა კლინიკის გვერდით, რათა მაგდა ყოველდღე ენახა. სანდრა თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დაფრინავდა თბილისიდან სახლში, ტერნეუზენში და ასევე უვლიდა დედას. ბოლო ორი კვირა კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, საწოლს არ მოშორებია როგორც იდეალური შვილი და რა თქმა უნდა, იდეალური დედა.

მე სხვა საშუალება არ გამაჩნია, სატელეფონო ზარებიც კი აკრძალული მაქვს და Facebook-ით ვუსამძიმრებ სანდრას, მის მამას, ედუარდს, ძმას, ეგბერტს და ჩემს ნიკუშას და ედუჩას მაგდა ვან დერ პულის გარდაცვალებას.

მაგდა მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან, ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა. ღრმად სწამდა ღმერთის და იმედია ახლა შეუერთდება ანგელოზთა კრებულს და იქ გააგრძელებს სიმღერას",-წერს, მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵მიხეილ სააკაშვილი: ოჯახის წევრებთან პაემნები კვირაში ერთხელ აღარ, თვეში ერთხელ მექნება

🔵არსებობს გარკვეული ასაკი, რომლის აღნიშვნა არ შეიძლება

🔵ბიჭო, ამბროსი, რას შობი?!….))))))))))) - ხათუნა ხოფერია "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი

1741462307

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ბლოკის ლიდერმა, ფრიდრ...

ფრიდრიხ მერცი