„რა ვუთხრა ჩემს შვილს, როცა მკითხავს შენ სად იყავი როცა რუსი გვჟლიტავდაო? გავიქეცი თქო ვუთხრა? - არა, ვრჩები!!!“ - უკრაინაში მყოფი ქართველის ემოციური მიმართვა

„ჩემი პატარა ნიკოლი საღამოობით სულ სხვანაირად მეხუტება, თითქოს ბოლოჯერ აი ისე... მომეხუტება და მიმღერეო მთხოვს, ხან მეგრული დიდოუ ნანა გამახსენდება, ხან აჭარული სიმღერები... ჯერ მიყურებს თვალებში, ასე მგონია მიმახსოვრებს... მერე გულის მხარეს დადებული აქვს თავი და მისმენს მთელი გულისყურით, ამომხედავს ცალი თვალით, მე კიდე თავს ვიკავებ ცრემლი არ დაინახოს ჩემი...“, - წერს უკრაინაში მყოფი ირაკლი ბერიძე სოციალურ ქსელში.
„მოგესალმებით ძვირფასებო,
ვიცი ,რომ განიცდით ჩვენს მდგომარეობას. თქვენი აჩქარებული გულისცემა ჩვენამდე აღწევს ,როგორც მაღლა აღმართული შეკრული მუშტი უამრავი თავბრუდამხვევი ამბები ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგრამ ის, რაც უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ხდება ვერც კი შეედრება მას.
მიკულიჩინი- ყველაზე დიდი სოფელია უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში, აქ სამუშაო ვიზიტით ჩამოვედით, მაგრამ განგებამ ისე მოაწყო ,რომ ასეთ რთულ პერიოდშიც კი არ გვიფიქრია მისი დატოვება.
ჩემი ესკიზი "გუცული ნადიას ვნებანი“ თუ გახსოვთ იქ ვწერ, რომ გუცულები ქართველებს ჰგვანან რაღაცით თქო ... არ მიწყინოთ, ზოგიერთ ასპექტში გვაჯობეს კიდეც.
რესტორნის მეპატრონის გადაწყვეტილებით საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება იმუშავებს, როგორც ჰოსპიტალი ან სასადილო ჯარისკაცებისთვის, ჩვენ მათ აქ დავჭირდებით... მანამდე... მანამდე კი სრული მობილიზაცია გამოცხადდა, დაურიგდა საბრძოლო იარაღი როგორც კაცებს, ასევე ქალებს, ტარდება სწავლებები თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში.
ალბათ ყველა ხედავთ როგორი ერთობა და სიმამაცე გამოიჩინა ერმა,ერთი გოჯი მიწის დამთმობი არ არიან, იმიტომ, რომ სიმართლე მათ მხარესაა, ამიტომ მეც მათთან ერთად ვარ.
იყო შემოთავაზება:- გაგიყვანთ პოლონეთის საზღვარზე... ოცდახუთი კაცი მიყურებს თუ რას ვიტყვი, აქ ყოველი სიტყვა სხვა ჭრილში ჟღერს...- და რა ვუთხრა ჩემს შვილს, როცა მკითხავს შენ სად იყავი როცა რუსი გვჟლიტავდაო? გავიქეცი თქო ვუთხრა? - არა, ვრჩები!!!
უნდა გენახათ ორმოცდაათი, იმედით და სიყვარულით გაბრწყინებული თვალი ჩემი პატარა ნიკოლი საღამოობით სულ სხვანაირად მეხუტება, თითქოს ბოლოჯერ აი ისე... მომეხუტება და მიმღერეო მთხოვს, ხან მეგრული დიდოუ ნანა გამახსენდება, ხან აჭარული სიმღერები... ჯერ მიყურებს თვალებში, ასე მგონია მიმახსოვრებს... მერე გულის მხარეს დადებული აქვს თავი და მისმენს მთელი გულისყურით, ამომხედავს ცალი თვალით, მე კიდე თავს ვიკავებ ცრემლი არ დაინახოს ჩემი... ამის საშუალება, რომ მაქვს იმ ბიჭების დამსახურებაა კიევს და სხვა ადგილებს გმირულად, რომ იცავენ.
ჩვენ დღეს აქ ვართ, შედარებით უსაფრთხო ადგილას. ხვალ შეიძლება იქ, აღმოვჩნდე ...
ყველა მიყვარხართ, მაგრამ ნუ მეძახით ჩამოდიო, ეს ჩემი შვილის სამშობლოა, აქ დაიბადა და იზრდება, ეს გმირების სამშობლოა და მათთან ერთად ცხოვრებაც და ბრძოლაც დიდი პატივია Слава Україні !!!
Героям слава !!!“, - წერს ირაკლი ბერიძე.
ასევე საინტერესოა:
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...
1740931424
მსოფლიოირანის სულიერი ლიდერი: რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღოთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მარიონეტული ქვეყნებისა და მთავრობების მიმართ მირაჟია
ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარ ინციდენტს უკრაინულ ენაზე X-ის საშუალებით გამოეხმაურა. „პირველი გაკვეთილი, რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღ...