15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ამ დღეს პირად ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ - შესაძლოა, ახლობელს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ თქმა ერიდება. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ შეათანხმოთ პირადი ამბიციები გარშემო მყოფთა სურვილებთან. მარტოხელა ვერძი შეიძლება განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეს. გირჩევთ, დიეტის დაცვა დაიწყოთ და მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ.

კურო

ამ დღეს რადიკალური მოქმედებაა საჭირო - თამამად იარეთ წინ და საკუთარი შეხედულებები დაიცავით. ნუ გარისკავთ - საეჭვო შეთავაზება არ უნდა მიიღოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით და გამოცდილ ადამიანებს რჩევა ჰკითხეთ. ხელსაყრელი დღეა ჭარბ წონასთან ან მავნე ჩვევებთან ბრძოლის დასაწყებად. კომპიუტერთან მუშაობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს.

ტყუპები

კარგი განწყობა და იუმორის გრძნობა ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, მათი სურვილები და შესაძლებლობები გაითვალისწინოთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. უმჯობესია, დიდი შესყიდვები სხვა დღისთვის დაგეგმოთ. ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ - ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით.

კირჩხიბი

უსიამოვნო შემთხვევამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ინტუიცია და გამოცდილება პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გადაწყვეტილების მიღებისას შინაგან ხმას ენდეთ - ეს შეცდომებს თავიდან აგაცილებთ. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. კარგი იქნება, რომ თავისუფალი დრო მათთან ერთად გაატაროთ და მათ მცდელობებს მხარი დაუჭიროთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია უნდა შეისწავლოთ.

ლომი

ამ დღეს რთული საკითხების გადაჭრა მოგიწევთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებსაც კარგად არ იცნობთ - მოერიდეთ მათთან გულწრფელობას და პირად ინფორმაციას ნუ გაუზიარებთ. თუ შინაური ცხოველის შეძენაზე ოცნებობთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. გირჩევთ, უფროსი ნათესავების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ცვლილებებისთვის, რომლებსაც დიდი ხანია გეგმავთ. ზოგი ქალწული სამუშაო ადგილს შეიცვლის, საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენს ან დამატებითი შემოსავლის წყაროს იპოვის. მთავარია, გულზე ხელებდაკრეფილი არ იჯდეთ და ახალი შესაძლებლობები ეძებოთ. გირჩევთ, პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტი და წინდახედულობა გამოიჩინოთ. თუ მთელ დროს უსაქმურობაში გაატარებთ, შეიძლება ამ დღემ ცვლილებების გარეშე, მაგრამ მშვიდად ჩაიაროს. იქნებ მართლა დასვენება ჯობს?

სასწორი

მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს შინაგანი რესურსები რაციონალურად გამოიყენოთ, არ გადაიღალოთ და პირიქით, ძალები აღიდგინოთ. გადაუდებელი პრობლემები სწრაფად მოქმედებას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეები მშვიდად აკეთოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი დაამყაროთ. კარგად დაგეგმილი დღე დაგეხმარებათ, რომ სასურველ მიზანს მიაღწიოთ.

მორიელი

არასწორმა რჩევამ შეიძლება დაგაბნიოთ და შეცდომა დაგაშვებინოთ. ზოგი მორიელი საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლას და მძაფრი შეგრძნებების დამატებას გადაწყვეტს. ემოციურ აღმაფრენას გრძნობთ, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების გრძნობა და გონიერება არ დაკარგოთ. ძველი გეგმების ან იდეების განხორციელება ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სხვა ადამიანების საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ, თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

თხის რქა

წარმატება, რომელსაც ამ დღეს მიაღწევთ, თავდაჯერებას შეგმატებთ. ახალი პროექტის დაწყების ან თამამი გეგმის განხორციელების დროა. ახლობლებს თქვენი დახმარება სჭირდებათ, ამიტომ მათთან ურთიერთობის დრო უნდა გამონახოთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს, განსაკუთრებით მათთვის მგრძნობიარე თემებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ხანგრძლივ კონფლიქტს უნდა ელოდოთ. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ამ ეტაპზე უცებ და მარტივად გამდიდრების შანსი ძალიან მცირეა.

მერწყული

ხალხთან ურთიერთობის უნარი და მეგობრული დამოკიდებულება სასარგებლო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა საყვარელი ადამიანის მშობლების გაცნობისთვის. გირჩევთ ფრთხილად და ყურადღებით იმუშაოთ, რადგან ამ დღეს დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. საღამოს უმარტივესი საყოფაცხოვრებო სამუშაოც კი შეიძლება წამებად და ნერვების გამოცდად იქცეს. ამიტომ ეცადეთ, სახლის საქმეები მინიმუმამდე შეამციროთ და საღამოს კარგად დაისვენოთ.

თევზები

ადაპტაციისა და კომპრომისების პოვნის უნარი სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ მოერგოთ ცვლილებებს, რომლებიც ამ დღეს გელით. რთულ ვითარებაში შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ნუ აჩქარდებით - ეს რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება, სახლში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729002130

საზოგადოება

ქუთაისში ხანძარი იყო - დაშავებულია 1 პირი

ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ორახელაშვილის ქუჩაზე მოხდა. ჩვენი  ინფორმაციით შემთხვევით შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, მას  ხელზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება.  თვითმ...

ააა

1728998697

სოციალური მედია

„მისი მადლობაა პირადად, რომ იცოდეთ!“ - ბუკა პეტრიაშვილი გარდაცვლილი შვილის ფოტოს აქვეყნებს

ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს....

ბუკა პეტრიაშვილი

1728997713

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1728995032

საზოგადოება

საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის მიღებითაც ჩვენ შეიძლება ხელი შევუწყოთ თავის ტკივილის დაწყებას

იცოდით, რომ არსებობს საკვები პროდუქტები, რისი მიღების შემდეგაც შეიძლება თავის ტკივილი დაგვეწყოს. „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მსგავსი სახის საკვები პროდუქტებს თავი მოუყარა და საზოგადოებას რეკომენდაცი...

საკვები

1728991998

სპორტი

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკო დავითაშვილზე

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ასე ახასიათებენ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელები „ბორდოდან“. „მან გაიბრწყინა ჩემპიონატის ბოლო მატჩში ოსერთან და ბომბარდირთა დავაშ...

 ზურიკო დავითაშვილი