„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკო დავითაშვილზე

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ასე ახასიათებენ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელები „ბორდოდან“.

„მან გაიბრწყინა ჩემპიონატის ბოლო მატჩში ოსერთან და ბომბარდირთა დავაში ჩაება 3 გოლითა და წინა მატჩებში გაკეთებული 2 საგოლე გადაცემით. ამ დროისთვის ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა. მან 1მწვანეების“ მიერ გატანილი 6 გოლიდან 5-ში მონაწილეობა მიიღო. 90 Football ზურიკოს პორტრეტის შექმნას ბორდოში მისი ყოფილი თანაგუნდელების დახმარებით შეეცადა“, - წერს სენტ ეტიენის ფანსაიტი და თანაგუნდელების კომენტარებს აქვეყნებს.

„ამ ბიჭს შეუძლია მოედანზე აჩვენოს თავისი შესაძლებლობები და სულაც არ სჭირდება ამაზე მის მიღმა საუბარი. მასთან ერთად გასახდელში გატარებული ყოველი დღე სასიამოვნოა. ძალიან უპრობლემო ადამიანია, რომელსაც აქვს თავისი პირადი, ოჯახური ცხოვრება. არის გულღია, თავმდაბალი ადამიანი, რომელიც თავის კუთხეში თავისთვის საქმიანობს. მახსოვს, ყოველ დილით როგორ მოდიოდა და მუშაობდა საკუთარ თავზე. მე პედრო დიასთან ერთად ბევრს ვვარჯიშობდი სტანდარტულების შესრულებაზე, ის კი მოვიდოდა ხოლმე, აიღებდა ბურთს, დაარტყამდა ზუსტად „ცხრიანში“ და წავიდოდა (იცინის).

მას უდიდესი პოტენციალი აქვს და კარგად ესმის ფეხბურთი. არის გონიერი და ფლობს ბრწყინვალე ფიზიკურ მახასიათებლებს. ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებდა ის, თუ როგორ უმკლავდებოდა მეტოქეებს. მას შეუძლია მოატყუოს ყველა და ყოველთვის! ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც ზურიკოს სჭირდება, ბურთის საჭირო მომენტში დარტყმაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც უდიდეს წარმატებას მიაღწევს, თუკი გააგრძელებს თავდაუზოგავად მუშაობას“, - აცხადებს კლემან მიშლენი.

„ის ძალიან შრომისმოყვარეა. ყოველთვის ადრიანად მოდიოდა სავარჯიშო დარბაზში, აკეთებდა მოთელვას. ვარჯიშის დასრულების შემდეგაც რჩებოდა ხოლმე მოედანზე და ვარჯიშობდა კარში დარტყმაზე. ამით მან ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია“, - აღნიშნავს მალკომ ბოკელე.

„ვერასდროს ნახავდი, მას დასასვენებლად ჩამომჯდარს. მახსოვს, ერთხელ კლუბში კვირა დღეს, სამკურნალო კურსისთვის მივედი. ის იქ დამხვდა, ვარჯიშობდა. როგორც წესი, შემტევი ფეხბურთელები, შედარებით უფრო თავქარიანები და დაუდევრები არიან, ის კი ძალიან მიზანსწრაფულია და სულ მუშაობს“, - აცხადებს ჟაკ ეკომი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729002130

საზოგადოება

ქუთაისში ხანძარი იყო - დაშავებულია 1 პირი

ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ორახელაშვილის ქუჩაზე მოხდა. ჩვენი  ინფორმაციით შემთხვევით შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, მას  ხელზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება.  თვითმ...

ააა

1728998697

სოციალური მედია

„მისი მადლობაა პირადად, რომ იცოდეთ!“ - ბუკა პეტრიაშვილი გარდაცვლილი შვილის ფოტოს აქვეყნებს

ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს....

ბუკა პეტრიაშვილი

1728997713

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1728995032

საზოგადოება

საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის მიღებითაც ჩვენ შეიძლება ხელი შევუწყოთ თავის ტკივილის დაწყებას

იცოდით, რომ არსებობს საკვები პროდუქტები, რისი მიღების შემდეგაც შეიძლება თავის ტკივილი დაგვეწყოს. „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მსგავსი სახის საკვები პროდუქტებს თავი მოუყარა და საზოგადოებას რეკომენდაცი...

საკვები

1728990630

სოციალური მედია

„დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე“ - კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ელენე მეგრელიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ნიკა მელია ავრცელებს და გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება.  „გვაქვს უმძიმესი დღეები,...

ელენე მეგრელიშვილი