„სამსახური საჭიროზე მეტ დროს წაგართმევთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე ინსტრუმენტებთან, ხელსაწყოებთან“ - 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და ეს დღე განახლებისაა. შეგიძლიათ გამოხვიდეთ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდით. უნდა იყოთ დაკვირვებულები, რომ გამოსავალი, ახალი გზა, შესაძლებლობები დაინახოთ და აღმოაჩინოთ“, -  ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

ვერძი - საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. მოიზიდეთ სიახლეები, დაიწყეთ ახალი საქმიანობა. წარმატებული დღე იქნება საქმიანი, კარიერული მიმართულებით და გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას.

კურო - იყავით მაქსიმალურად ყურადღებით და დაკვირვებით. ეს დაგეხმარებათ მეტი წარმატების მიღწევაში. გაითვალისწინეთ, არ იყოთ ეჭვიანები, ეცადეთ ყველაფერს არ გამოეკიდოთ, პირიქით.

ტყუპები - მოთმინება და თავშეკავებულობა აუცილებლად გჭირდებათ. ეცადეთ დღის გეგმა სიმშვიდე და მოთმინება იყოს, ეს კი დაგეხმარებათ, რომ ყველაფერს მარტივად გაართვათ თავი.

კირჩხიბი - დღე მშვიდი და რუტინული იქნება. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ, შესაძლოა სიყვარულში გამოგიტყდნენ, ან რაღაც ახალი ურთიერთობის საწყისი იყოს დღევანდელი დღე.  თქვენი გრძნობები უნდა გადააფასოთ.

ლომი - დაუფიქრებელ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ. არ ელოდოთ სხვის დახმარებას, უმჯობესია თავად გადადგათ ნაბიჯები. იყავით მომთმენები და მშვიდები.

ქალწული - ურთიერთობა მოგიწევთ ისეთ ადამიანებთან, ვის მიმართაც არ ხართ კეთილგანწყობილი. პერიოდი ნაყოფიერი იქნება შენაძენებისთვის.

სასწორი - ცუდი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. კონფლიქტები და გაუგებრობაა მოსალოდნელი, ეცადეთ იყოთ მშვიდები და კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში.

მორიელი - კარგი დღეა ფიქრისთვის, დაგეგმარებისთვის, გაახლებისთვის და სიახლეებისთვის. ეცადეთ გადააფასოთ, შეაჯამოთ, თუმცა ნუ გადადგამთ ახალ ნაბიჯებს.

მშვილდოსანი - გარკვეული პრობლემები გექნებათ სამსახურში, ვერ გაიგებენ რას გულისხმობთ. ეცადეთ იყოთ პირდაპირები, რაც გაუგებრობას აგარიდებთ.

თხის რქა - კარგი დღეა სიახლეებისთვის, შეგიძლიათ სცადოთ რაღაც ახალი. ძველმა ნაცნობებმა და მეგობრებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ.

მერწყული - დღე საკმაოდ დამღლელი იქნება, საჭიროზე მეტ დროს წაგართმევთ სამსახური. გამოიჩინეთ სიფრთხილე ინსტრუმენტებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის დროს. ტრავმის მიღების ალბათობა მაღალია.

თევზები - ბევრ ადამიანს დასჭირდება თქვენი დახმარება, შესაბამისად კონცენტრაცია და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა გაგიჭირდებათ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729002130

საზოგადოება

ქუთაისში ხანძარი იყო - დაშავებულია 1 პირი

ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ორახელაშვილის ქუჩაზე მოხდა. ჩვენი  ინფორმაციით შემთხვევით შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, მას  ხელზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება.  თვითმ...

ააა

1728998697

სოციალური მედია

„მისი მადლობაა პირადად, რომ იცოდეთ!“ - ბუკა პეტრიაშვილი გარდაცვლილი შვილის ფოტოს აქვეყნებს

ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს....

ბუკა პეტრიაშვილი

1728997713

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1728995032

საზოგადოება

საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის მიღებითაც ჩვენ შეიძლება ხელი შევუწყოთ თავის ტკივილის დაწყებას

იცოდით, რომ არსებობს საკვები პროდუქტები, რისი მიღების შემდეგაც შეიძლება თავის ტკივილი დაგვეწყოს. „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მსგავსი სახის საკვები პროდუქტებს თავი მოუყარა და საზოგადოებას რეკომენდაცი...

საკვები

1728991998

სპორტი

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკო დავითაშვილზე

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ასე ახასიათებენ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელები „ბორდოდან“. „მან გაიბრწყინა ჩემპიონატის ბოლო მატჩში ოსერთან და ბომბარდირთა დავაშ...

 ზურიკო დავითაშვილი