გარი კასპაროვი: დღეს მე ვგავარ ნოსტრადამუსს, რადგან აღვწერე ის, რისი მოსმენაც ხალხს არ სურდა - პუტინის დიქტატურა ყველაზე დიდი საფრთხეა კაცობრიობისთვის

"პუტინის დიქტატურა ყველაზე დიდი საფრთხეა კაცობრიობისთვის",- ამ სათაურით გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჭადრაკის ყოფილი ჩემპიონის გარი კასპაროვის ინტერვიუს ავრცელებს, რომელიც რომელიც ამჟამად "ადამიანის უფლებათა ფორუმისა და დემოკრატიის განახლების ინიციატივის" თავმჯდომარეა.
კასპაროვმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მწვავედ გააკრიტიკა.
"მე , რომ მართალი აღმოვჩნდი სიხარულის მიზეზი არ არის. ეს ჩემი ქვეყნისთვის სრული ტრაგედიაა.
ვინც იღუპება დიქტატორისთვის - ბევრი მათგანი დაიბადა პუტინის დროს და პუტინის დროსვე მოკვდება.
დღეს მე ვგავარ ნოსტრადამუსს, რადგან აღვწერე ის, რისი მოსმენაც ხალხს არ სურდა - იმისთვის, რომ დიქტატურა დაიშალოს, სამი ფაქტორია საჭირო.
პირველი არის სამხედრო დამარცხება - ეს შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინა საკმარის წინააღმდეგობას გაუწევს.
მეორე ფაქტორი არის ეკონომიკური და ფინანსური კოლაფსი
მესამე ფაქტორი არის - იზოლაცია.
სამივე კომპონენტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეჟიმი შეიძლება ერთ ღამეში დაინგრეს.
პუტინის რეჟიმი მხოლოდ ფულზეა დაფუძნებული, ის უფრო მაფიოზურ სახელმწიფოს ჰგავს.
სანამ ბოსი ანაწილებს ფულს და დაცვას, ხალხი მის უკან დგას.
როგორც კი ფული ჩერდება, მაშინვე ქრება ლოიალობა", – აცხადებს გარი კასპაროვი გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში.
სხვა სიახლეები:
1740940730
მსოფლიომარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...