BBC: ყაზახეთში რუსეთი გაგზავნის 45-ე ბრიგადას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ყაზახეთში კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის ფედერაცია გაგზავნის გვარდიის 45-ე სპეცდანიშნულების ბრიგადას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში.
45-ე ბრიგადა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული დანაყოფია. ეს ბრიგადა 2008 წლის აგვისტოს ომის გარდა მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში, 2014 წელს ყირიმის ანექსიის სპეცოპერაციასა და სირიის კონფლიქტში.
ამ დანაყოფის ძირითადი სპეციალიზაცია რთული სადაზვერვო ოპერაციებისა და დივერსიების შესრულებაა.
45-ე ბრიგადის გარდა, მედიების ინფორმაციით, რუსეთი ყაზახეთში გაგზავნის გვარდიის 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს. ამ დანაყოფის სამხედროები მონაწილეობას იღებდნენ რამდენიმე სამშვიდობო მისიაში: 1996 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში,1998 წლის აფხაზეთის კონფლიქტსა და 1999 წელს კოსოვოში. ამ დანაყოფის სამხედროები 2014 წელს უკრაინაში, დონბასში მიმდინარე კონფლიქტშიც მონაწილეობდნენ. უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე მათგანი მოკლეს, ზოგიც ტყვედ ჩაიგდეს. რუსული მხარე უარყოფდა ამ კონფლიქტში საკუთარი სამხედროების მონაწილეობას და აცხადებენ, რომ დივიზიის ჯარისკაცები საომარ ზონაში შეიძლება შემთხვევით მოხვედრილიყვნენ, საზღვარზე გზა აბნეოდათ.
ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, გზავნიან გვარდიის 31-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას, რომელიც ულიანოვსკშია განლაგებული და მხოლოდ კონტრაქტორებს იღებენ. ამ დანაყოფის მებრძოლები ასევე შეინიშნებოდნენ ყირიმის ანექსიასა და დონბასის კონფლიქტში.
რუსეთის გარდა ყაზახეთში სამხედროებს გზავნიან ბელარუსიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან.
რუსულმა თვითმფრინავებმა 7 იანვარს, საკუთარი ჯარების გარდა ყაზახეთში ყირგიზი სამხედროებიც გადასხეს.
არსებული ინფორმაციით, ОДКБ-ს ძალები არ აპირებენ ყაზახი დემონსტრანტების დარბევას და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს დაიცავენ.
წყარო: „ტაბულა“
ასევე საინტერესოა:
🔵 BBC: ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა
🔵 მერამდენედ უნდა მოკლან ეს ბიჭი - ლექსო ლაშქარავას მეუღლე ექსპერტიზის დასკვნაზე
🔵 "საქართველოში ეს არ შუქდება!... აცრა რადგან არ გაიკეთა, ასე დასაჯეს" - იუნა შაფათავა
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...