„გვითხრეს, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე“ - უკრაინის პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა

„გვითხრეს, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე“- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
„ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ ქმედებებს თითოეული ჩვენგანისგან.
ჩვენ დიდი ომი გვაშინებს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ ვისწრაფვით მშვიდობისკენ და გვსურს ყველა საკითხის მხოლოდ მოლაპარაკებებით გადაჭრა. დონბასი და ყირიმი დაბრუნდება უკრაინაში მხოლოდ დიპლომატიის გზით.
ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი არმია, ჩვენს ბიჭებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე შეიარაღება. ჩვენი არმია გაცილებით ძლიერია ვიდრე 8 წლის წინ.
ჩვენ გვჯერა ჩვენი სამხედროების, მათაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი ერთობა.
გვითხრეს, რომ 16 თებერვალს იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ ამ დღეს ერთიანობის დღედ ვაქცევთ. ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ჩვენ ავაფრიალებთ სახელმწიფო დროშებს და დავიბნევთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და დავანახვებთ მსოფლიოს ჩვენს ერთობას.
ციდან გვიყურებს ამ ომში დაღუპული 14 ათასი დამცველი და სამოქალაქო პირი. ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას. ჩვენ ყველას გვსურს ბედნიერად ცხოვრება, ბედნიერებას კი ძლიერები უყვარს.
დანებება არასდროს შეგვძლებია და არც ვაპირებთ ამის სწავლას.
გიყვარდეთ უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ!“– ამბობს ზელენსკი მიმართვაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 რა საკითხებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა?
🔵 ფოთში, საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს
🔵 პოლიციამ ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ბათუმში დააკავა (ვიდეო)
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...