ჯო ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა: არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი გსურთ

"ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას", – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არ სჯერა, რომ რუს ხალხს უკრაინასთან ომი სურს.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინა არ ემუქრება რუსეთს.
აშშ-ს და ნატო-ს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და არც გვაქვს გეგმაში მათი იქ განთავსება. ჩვენ არ გვყავს სამიზნეში ამოღებული რუსი ხალხი. ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას.
რუსეთის მოქალაქეებს მივმართავ: ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი გსურთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, რუსეთი თუ დაარტყამს უკრაინას, ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას.
„ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთი და უკრაინა, ეს ეხება იმის დაცვას, რისიც გვჯერა. ეს ეხება მომავალს, რომელიც გვინდა მსოფლიოსთვის, ეს ეხება ქვეყნების უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი ბედი, პრინციპებს რომ ქვეყანამ არ შეიძლება მეზობლის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს.
ეს ჩვენი ხედვაა და მჯერა, ეს ხედვა და თავისუფლება გაიმარჯვებს.
რუსეთი თუ დაარტყამს უკრაინას, ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას.
მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და დესტრუქცია, ამერიკის და პარტნიორების პასუხი იქნება გადამწყვეტი.
დღეს დასავლეთი არის ერთიანი, ნატო და მოკავშირეები არიან ერთიანი, როგორც არასდროს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ ერთგულია ნატო-ს წესდების და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, ნატო-ს ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.
„ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს ნატო-ს ტერიტორიის ყველა ინჩს.
ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა, ნატო-ს ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.
შეერთებული შტატების ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ ხელშეუხებელია“, – აღნიშნა ბაიდენმა.
სხვა სიახლეები:
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...