მასკი დახურულ შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერის პოსტიდან კირ სტარმერის გადაყენებას განიხილავდა - The Financial Times

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი თანამოაზრეებთან ერთად გამართულ დახურულ შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან კირ სტარმერის გადაყენების საკითხს განიხილავდა. ინფორმაციას The Financial Times ავრცელებს.

მასკი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკავშირეა, მის მემარჯვენე თანამოაზრეებთან ერთად ეძებს გზებს, თუ როგორ მოახდინოს ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ მთავრობის დესტაბილიზაცია სოციალურ ქსელ X-ში აგრესიული პოსტების წერის გარდა.

„ის ფიქრობს, რომ დასავლური ცივილიზაცია საფრთხეშია“, - ციტირებს გამოცემა წყაროს, რომელიც დახურული შეხვედრის დეტალებს იცნობს.

მასკის თანამოაზრეების თქმით, მას აინტერესებდა, შეიძლება თუ არა ალტერნატიული ბრიტანული პოლიტიკური მოძრაობების, ისეთების, როგორიცაა „დიდი ბრიტანეთის რეფორმების პარტია“, მხარდაჭერა, რათა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე პრემიერის ცვლილება მოხდეს.

როგორც The Financial Times-ი აღნიშნავს, მასკი ბრიტანული პოლიტიკით უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე ინტერესდება და ძალიან აკრიტიკებს სტარმერის მთავრობას.

გასულ კვირას მან ბრიტანეთში ახალი ეროვნული გამოძიების ჩატარება მოითხოვა, რომელიც პაკისტანელი და ბრიტანელი მამაკაცების მიერ გოგონების გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტებს გამოიძიებს.

მასკის მტკიცებით, ადრე ამ საქმე სტარმერი იძიებდა, რომელიც ინგლისისა და უელსის პროკურორი იყო. ტრამპის მოკავშირე ფიქრობს, რომ ბრიტანეთის პრემიერი ამ დანაშაულის თანამონაწილეა, რადგან მან დამნაშავეებს ხელი დააფარა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736432411

მსოფლიო

პუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...

სვინია

1736431163

ახალი ამბები

„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...

პაპუაშვილი

1736428594

მსოფლიო

„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...

ვბბ

1736428384

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1736427835

ახალი ამბები

„საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი, ერთი არის სამართლებრივი შეფასება და მეორე, ვისაც დავიწყებული აქვს, შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი“ - ლევან მაჭავარიანი

საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი. ერთი არის სამართლებრივი შეფასება და რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ის მართლაც სისხლიანი 9 წელი, რომელიც საქართველომ გამოიარა, სადაც ხდებოდა სისტემუ...

ლევან მაჭავარიანი