ტრამპის ვაჟის აზრით, ლოს-ანჯელესში ხანძარს ვერ აქრობენ, რადგან აშშ-მა სახანძრო აღჭურვილობა უკრაინას გადასცა
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მასშტაბურ ხანძარს ლოს-ანჯელესში იმიტომ ვერ აქრობენ, რომ თავის დროზე ამერიკის მთავრობამ უკრაინას სახანძრო აღჭურვილობა გადასცა.
„რა თქმა უნდა, ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურმა თავისი მარაგების უმეტესობა უკრაინას გადასცა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა უმცროსმა.
მან საკუთარ პოსტს მიამაგრა 2022 წლის მარტით დათარიღებული ამერიკული გამოცემების სტატიები, სადაც წერია, რომ აშშ-მა უკრაინას სახანძრო აღჭურვილობა გადასცა.
ტყის მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა. ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 70 000-ზე მეტმა ადამიანმა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღო. გარდა ამისა, გაჩენილი ხანძრის გამო, 400 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
Oh look of course The LA fire department donated a bunch of their supplies to Ukraine https://t.co/1XVA15f6oI
— Donald Trump Jr. (@DonaldJTrumpJr) January 8, 2025
1736432411
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...
1736431163
ახალი ამბები„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...
1736428594
მსოფლიო„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...
1736428384
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1736427835
ახალი ამბები„საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი, ერთი არის სამართლებრივი შეფასება და მეორე, ვისაც დავიწყებული აქვს, შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი“ - ლევან მაჭავარიანი
საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი. ერთი არის სამართლებრივი შეფასება და რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ის მართლაც სისხლიანი 9 წელი, რომელიც საქართველომ გამოიარა, სადაც ხდებოდა სისტემუ...