აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უკრაინის სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ პირთა სიაში შეიყვანეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უკრაინის სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ პირთა ჩამონათვალში შეიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.

"რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველი", - ამ სათაურით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრი წერს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკრაინის სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ პირთა ჩამონათვალში შეიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძეს მეზობელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაში უკრაინული „მიროტვორეცი“ იგივე „მშვიდობისმყოფელი“ ადანაშაულებს. ამას უკრაინის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულთა ნიშნების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის კვლევის ცენტრი იმ ვიდეოზე დაყრდნობით წერს, რომელიც ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა.

რიჟვაძე ჟურნალისტის კითხვას, თუ ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი, სისხლისმღვრელი ომი, არ პასუხობს.

ცენტრი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უკრაინული განათლება აქვს. თორნიკე რიჟვაძემ დოქტორის წოდება ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

წყარო: TV 25

ასევე საინტერესოა:

🔵 სლოვაკეთის საზღვართან მარტო მისული, ატირებული 11 წლის უკრაინელი ბიჭის დედა ცოცხალია

🔵 „თუ მსოფლიო განზე გადგება - ის საკუთარ თავს დაკარგავს, სამუდამოდ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔵 „გული ამომაგლიჯე და თან წაიღე,  ჩემი სამარადისო ტკივილი ხარ ძმაო“ - პოლონეთში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი