„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოზურგეთში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„ამავე დროს, სამწუხაროდ, არის ინტენსიური თოვა. ახლაც ხედავთ თქვენ რა სიტუაციაა. ინტენსიური თოვაა იმერეთის რეგიონში, სადაც სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად ბაღდათში, ჭიათურაში, სამტრედიაში, ქუთაისშიც, ზესტაფონშიც არის, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, ძალიან რთული მდგომარეობა. იქ ახლა დამატებითი ძალების მობილიზება მიდის, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ძალების. თქვენ იცით, რომ უკვე ჩართულია თავდაცვის ძალები პრემიერის ბრძანების შესაბამისად და მაქსიმალურად იქაც ხდება დაკოორდინირება, დამენეჯმენტება, რომ ყველაზე გაუვალ ადგილებში არ დარჩეს ისეთი ოჯახი, სადაც მისვლა ვერ შევძლოთ“, - აღნიშნა მან.

მამუკა მდინარაძის თქმითვე, არის ხოლმე შეფერხებები, რაც ბუნებრივია.

„რიგ შემთხვევებში, მაღალმთიან სოფლებში არის ისეთი ადგილები, სადაც მუხლუხებიანი მძიმე ტექნიკა ვერ გადაადგილდება და მაშველებს, სხვათა შორის, მოსახლეობაც ეხმარება ხოლმე, მაგრამ ძირითადად იქ სპეციფიკაა, სჭირდებათ საათები, რამდენიმე საათი სჭირდებათ ხშირ შემთხვევაში, რომ გაკვალონ ფიზიკურად გზა და ე.წ გვირაბებიც კი გააკეთონ. ასეთი შემთხვევებიც კი დაფიქსირდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740584934

ახალი ამბები

ილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...

ააა

1740582835

ახალი ამბები

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

 მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...

საზოგადოება

1740581468

მსოფლიო

„ჩემთვის მთავარი იყო, რომ არ გვქონოდა ვალი“ - ზელენსკიმ დაადასტურა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსია მზად არის

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან წიაღისეულის შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არ არის მითითებული, რომ უკრაინას ვალი აქვს წარსულში მიღებული დახმარებისთვის. ამის შესახებ...

ტრამპი და ზელენსკი

1740579393

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელ...

თოვლი დასავლეთში

1740578265

ახალი ამბები

„მოხალისეობრივი თვითინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს, იყო ბევრი შემთხვევა დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს - ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინ...

მამუკა მდინარაძე