მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველებმა სხვადასხვა სოფლიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ასევე, თავდაცვის ძალებთან ერთად, მოსახლეობის ნაწილს მათთვის საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადასცეს.

გურიის რეგიონში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. თემურ მღებრიშვილმა მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გარდა გურიის რეგიონისა, მაშველები მობილიზებულები არიან ყველა იმ რეგიონში, სადაც დიდთოვლობაა.

„ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა, აქედან გამომდინარე პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს. გადასული ვართ საგანგებო და გაძლიერებულ რეჟიმზე და როგორც გურიაში, ასევე იმერეთსა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს მუშა პროცესი“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას აგრძელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740581468

მსოფლიო

„ჩემთვის მთავარი იყო, რომ არ გვქონოდა ვალი“ - ზელენსკიმ დაადასტურა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსია მზად არის

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან წიაღისეულის შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არ არის მითითებული, რომ უკრაინას ვალი აქვს წარსულში მიღებული დახმარებისთვის. ამის შესახებ...

ტრამპი და ზელენსკი

1740580845

ახალი ამბები

„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადას...

მამუკა მდინარაძე

1740578265

ახალი ამბები

„მოხალისეობრივი თვითინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს, იყო ბევრი შემთხვევა დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს - ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინ...

მამუკა მდინარაძე

1740577126

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში - გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქ...

განათლების სამინისტრო

1740576109

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8168 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი