„ჩემთვის მთავარი იყო, რომ არ გვქონოდა ვალი“ - ზელენსკიმ დაადასტურა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსია მზად არის

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან წიაღისეულის შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არ არის მითითებული, რომ უკრაინას ვალი აქვს წარსულში მიღებული დახმარებისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 მისი თქმით, უკრაინელი თანამდებობის პირები ძალიან დადებითად აფასებენ მომავალი შეთანხმების საბოლოო ვერსიას.

„მართლაც, გუნდებმა ბევრი იმუშავეს - უკრაინელებმაც და ამერიკელებმაც. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჩვენ არ გვაქვს ვალი, იმის მიუხედავად, მედიაში რა ვრცელდება. შეთანხმებაში არ არის არც 500 მილიარდი დოლარი, არც 350 და არც 100 მილიარდი, რადგან, ეს ჩვენთან მიმართებით უსამართლო მიდგომა იქნებოდა“, - ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ უკრაინამ და შტატებმა შეათანხმეს იშვიათი მინერალების გარიგების დეტალები.

Financial Times-ის ცნობით, შეთანხმებას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ „ყველაზე მკაცრ მოთხოვნებზე“ უარის თქმა. უფრო კონკრეტულად კი, დათქმა იმის თაობაზე, რომ წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ თანხას უკრაინა გადარიცხავდა ფონდში, რომლის 100%-საც აშშ გამოიყენებდა იქამდე, სანამ შემოსავალი 500 მილიარდ დოლარს არ მიაღწევდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740584934

ახალი ამბები

ილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...

ააა

1740582835

ახალი ამბები

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

 მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...

საზოგადოება

1740580845

ახალი ამბები

„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადას...

მამუკა მდინარაძე

1740579393

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელ...

თოვლი დასავლეთში

1740578265

ახალი ამბები

„მოხალისეობრივი თვითინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს, იყო ბევრი შემთხვევა დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს - ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინ...

მამუკა მდინარაძე