დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი - ექიმი სააკაშვილზე
ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდნენ. ჰოსპიტალში „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან ერთად ორი ექიმი იმყოფება.
ისინი ადგილზე გაეცნობიან, რა სამედიცინო მომსახურება გაეწია მიხეილ სააკაშვილს და როგორია მისი მდგომარეობა.
ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა ადეკვატურ მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობაც იქნება.
„გრძელდება ფსიქო-ნევროლოგიური გამოკვლევა, რადგან ერთი დღე საკმარისი არ იყო. წინასწარი შედეგებით რაც შეგვიძლია, გითხრათ, დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში არის ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან. არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ვერნიკეს ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც გახლავთ შიმშილობის შედეგი. პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე მის დასწრებასთან ჩვენი შესვლა არაა კავშირში. ჩვენ ვახდენთ დოკუმენტირებას მისი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევების და იმ შედეგების, რაც გამოიწვია შიმშილობამ და წამებამ. ცენტრ „ემპათიას“ ორი დასკვნა უკვე გაკეთებული გვაქვს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ამაზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას არ აღენიშნება იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომ ვერ წარდგეს სასამართლო პროცესზე. ჩვენი აზრით, საქართველოს ციხეთა სისტემაში მისი ყოფნა დაუშვებელია. არ არის შესაბამისი გარანტიები, ადეკვატური მკურნალობა-რეაბილიტაციის შესაძლებლობა. მას ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა ადეკვატურ მულტიპროფილურ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში, სადაც ასევე იქნება ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
ამავე თემაზე:
🔵საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს - პირადი ექიმი
ასევე დაგაინტერესებთ:
1736419623
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას იმ სულის შემძვრელი ტრაგედიის გამო, რაც 5 ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს. „მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულის შემ...
1736419591
საზოგადოება„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“ - მამუკა მდინარაძე
სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმ...
1736418847
ახალი ამბები„შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია“ - მამუკა მდინარაძე
„საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია,...
1736416468
საზოგადოებააზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო...
1736414744
ახალი ამბებისომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მთავრობის წევრებმა დაამტკიცეს შესაბამისი...